Cuma

( კუმე )

კუმე, კუმეა, კიმე ან კიმი (ბერძ. Κύμη, ლათ. Cumae, ასევე Cyme) — პირველი ძველბერძნული კოლონია იტალიაში, ტირენიის ზღვის ნაპირზე, კამპანიაში. დააარსეს ძვ. წ. VIII საუკუნეში, ანატოლიის ნახევარკუნძულის ქალაქ კიმედან წასულმა კოლონისტებმა, ან კუნძულ ევბეის მკვიდრებმა. ეტრუსკებზე, რომაელებზე და სხვა იტალიელ ხალხებზე ბერძნული კულტურის გავრცელებისა და გავლენის მთავარი ცენტრი იყო. მისი დაარსებულია რამდენიმე კოლონია: სამხრეთ იტალიაში — დიკეარქია (რომ. პუტეოლი, დღ. პოცუოლი), ნოლა და ნეაპოლი, სიცილიაზე — ზანკლა (მესანა; ახლანდ. მესინა). სირაკუზასთან ერთად ალიანსში ძვ. წ. 474 წელს დაამარცხა ეტრუსკებისა და კართაგენის გაერთიანებული ფლოტი. მნიშვნელოვან აყვავებასა და ძლიერებას მიაღწია ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისში ტირან არისტოდემეს დროს. ამავე საუკუნის ბოლოს დაიპყრეს სამნიტებმა, თუმცა შეინარჩუნა ბერძნული კულტი და ბერძნული კულტურის ტრადიციები. კუმეს სიახლოვეს მდებარეობდა წინასწარმეტყველ სიბილას (კუმეს სიბილა) ცნობილი გამოქვაბული ორ...დაწვრილებით

კუმე, კუმეა, კიმე ან კიმი (ბერძ. Κύμη, ლათ. Cumae, ასევე Cyme) — პირველი ძველბერძნული კოლონია იტალიაში, ტირენიის ზღვის ნაპირზე, კამპანიაში. დააარსეს ძვ. წ. VIII საუკუნეში, ანატოლიის ნახევარკუნძულის ქალაქ კიმედან წასულმა კოლონისტებმა, ან კუნძულ ევბეის მკვიდრებმა. ეტრუსკებზე, რომაელებზე და სხვა იტალიელ ხალხებზე ბერძნული კულტურის გავრცელებისა და გავლენის მთავარი ცენტრი იყო. მისი დაარსებულია რამდენიმე კოლონია: სამხრეთ იტალიაში — დიკეარქია (რომ. პუტეოლი, დღ. პოცუოლი), ნოლა და ნეაპოლი, სიცილიაზე — ზანკლა (მესანა; ახლანდ. მესინა). სირაკუზასთან ერთად ალიანსში ძვ. წ. 474 წელს დაამარცხა ეტრუსკებისა და კართაგენის გაერთიანებული ფლოტი. მნიშვნელოვან აყვავებასა და ძლიერებას მიაღწია ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისში ტირან არისტოდემეს დროს. ამავე საუკუნის ბოლოს დაიპყრეს სამნიტებმა, თუმცა შეინარჩუნა ბერძნული კულტი და ბერძნული კულტურის ტრადიციები. კუმეს სიახლოვეს მდებარეობდა წინასწარმეტყველ სიბილას (კუმეს სიბილა) ცნობილი გამოქვაბული ორაკულით. ძვ. წ. 338 წელს დაიპყრეს რომაელებმა, მოგვიანებით მიიღო რომაული მუნიციპიუმის სტატუსი. მეორე პუნიკური ომის დროს შეინარჩუნა რომისადმი ერთგულება. იმპერიის ეპოქაში პუტეოლის (ახლანდ. პოცუოლი) ნავსადგურის აყვავებასთან ერთად დაკარგა მნიშვნელობა. იმპერატორ ავგუსტუსის დროს ეწოდა კოლონია-იულია-აუგუსტა (Colonia Iulia Augusta). განადგურდა ახ. წ. VI საუკუნეში ბიზანტია-გუთების ომების დროს.

Photographies by:
Statistics: Position
3796
Statistics: Rank
29609

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
412538976Click/tap this sequence: 8413

Google street view

Where can you sleep near კუმე ?

Booking.com
489.917 visits in total, 9.197 Points of interest, 404 Destinations, 82 visits today.