Vesuvio

( ვეზუვი )

ვეზუვი (იტალ. Monte Vesuvio; ნეაპ. Vesuvio; ლათ. Mons Vesuvius) — მოქმედი ვულკანი იტალიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ნეაპოლის აღმოსავლეთით დაახლოებით 15 კმ-ში. სიმაღლე 1281 მ. ვეზუვი ერთადერთი ვულკანია ევროპის კონტინენტზე, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა ამჟამად მიძინებულია. დანარჩენი ორი მსგავსი ვულკანი იტალიაში — ეტნა და სტრომბოლი კუნძულებზე მდებარეობს.

ვეზუვი ქმნის თითქოსდა ერთმანეთში ჩადგმულ სამ კონუსს. გარეთა, უძველესი კონუსის ნაშთია მონტე-სომის რკალისებრი ზვინული, რომელიც ვეზუვის მხოლოდ ჩრდილო და აღმოსავლეთ კალთებზეა შემორჩენილი. მის შიგნით ამოზიდულია ძირითადი, ყველაზე მაღალი და უფრო ახალგაზრდა კონუსი — საკუთრივ ვეზუვი, რომლის მწვერვალში კრატერია.

ვულკანური კრატერის ფსკერზე პერიოდულად ჩნდება მესამე, დროებითი კონუსი, რომელიც ქრება ძლიერი ამოფრქვევების დროს (მაგალითად 1906 წელს). ვეზუვის ძირითადი კონუსის მოხაზულობა და სიმაღლე ცვალებადია; იგი შედგება ლავისა და ვულკანური ტუფის შრე...დაწვრილებით

ვეზუვი (იტალ. Monte Vesuvio; ნეაპ. Vesuvio; ლათ. Mons Vesuvius) — მოქმედი ვულკანი იტალიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ნეაპოლის აღმოსავლეთით დაახლოებით 15 კმ-ში. სიმაღლე 1281 მ. ვეზუვი ერთადერთი ვულკანია ევროპის კონტინენტზე, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა ამჟამად მიძინებულია. დანარჩენი ორი მსგავსი ვულკანი იტალიაში — ეტნა და სტრომბოლი კუნძულებზე მდებარეობს.

ვეზუვი ქმნის თითქოსდა ერთმანეთში ჩადგმულ სამ კონუსს. გარეთა, უძველესი კონუსის ნაშთია მონტე-სომის რკალისებრი ზვინული, რომელიც ვეზუვის მხოლოდ ჩრდილო და აღმოსავლეთ კალთებზეა შემორჩენილი. მის შიგნით ამოზიდულია ძირითადი, ყველაზე მაღალი და უფრო ახალგაზრდა კონუსი — საკუთრივ ვეზუვი, რომლის მწვერვალში კრატერია.

ვულკანური კრატერის ფსკერზე პერიოდულად ჩნდება მესამე, დროებითი კონუსი, რომელიც ქრება ძლიერი ამოფრქვევების დროს (მაგალითად 1906 წელს). ვეზუვის ძირითადი კონუსის მოხაზულობა და სიმაღლე ცვალებადია; იგი შედგება ლავისა და ვულკანური ტუფის შრეებისაგან. ლავისა და ტუფის გამოფიტვის შედეგად ვეზუვის კალთებზე ნაყოფიერი ნიადაგი წარმოიქმნება. კალთების ქვედა ნაწილში ხეხილის ბაღები და ვენახებია, უფრო ზევით, 800 მ სიმაღლემდე, ფიჭვის კორომებია. ამოფრქვევების დროს ეს ნარგავები და დასახლებული პუნქტები ზიანდება.

ჩვენთვის ცნობილი უძველესი ამოფრქვევა მოხდა 79 წელს. ვარაუდობენ, რომ პირველი ამოფრქვევა ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში უნდა ყოფილიყო. ძლიერი ამოფრქვევები მოხდა 1631, 1794, 1822, 1872, 1906 და 1944 წლებში. ამ უკანასკნელი ამოფრქვევის დროს ლავამ დაანგრია ქალაქი სან-სებასტიანო. ამოფრქვევებს თან სდევს ჭექა-ქუხილი, წვიმა და ხშირად კალთებზე არანაკლებ საზიანო ტალახის ღვარები მოედინება. ამგვარმა ღვარებმა 79 წელს წალეკა ქალაქი ჰერკულანუმი, ქალაქი სტაბიუმი ლავამ დაფარა, ქალაქი პომპეი კი — 8 მეტრი სისქის ვულკანურმა ფერფლმა. ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა ცნობილი რომაელი სწავლული პლინიუს უფროსი 79 წელს.

ვეზუვის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, დაახლოებით 600 მ-ზე მდებარეობს ვულკანოლოგიური ობსერვატორია.

Photographies by:
Statistics: Position
1285
Statistics: Rank
92790

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
179348652Click/tap this sequence: 2111

Google street view

Where can you sleep near ვეზუვი ?

Booking.com
489.193 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 19 visits today.