Konstantinopolis Surları

( კონსტანტინოპოლის კედლები )

კონსტანტინოპოლის კედლები (ბერძ. Τείχη της Κωνσταντινούπολης) — ქვის თავდაცვითი ნაგებობები, რომლებიც იცავდა ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლს. მისი მშენებლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ბიზანტიონი გამოცხადდა რომის იმპერიის ახალ დედაქალაქად, კონსტანტინე დიდის მიერ. აშენების შემდეგ მან უამრავი ცვლილება და რესტავრაცია განიცადა. იგი წარმოადგენს ანტიკური და შუა საუკუნეების ერთ-ერთ საუკეთესო, დახვეწილ და რთულ ნაგებობას.

თავდაპირველი ნაგებობა აშენდა კონსტანტინე დიდის მიერ. იგი ქალაქს იცავდა როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. ქალაქის ზრდასთან ერთად გაჩნდა ახალი კედლის საჭიროება. V საუკუნეში იმპერატორმა თეოდოსიუსმა, ქალაქს შემოარტყა „თეოდოსიუსის კედლები“. იგი წარმოადგენდა თითქმის მიუდგომელ ნაგებობას მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. მან გაუძლო ხუნძების, არაბების, ბულგარელების და სხვათა შეტევებს. დენთის გამოჩენის შემდეგადაც თეოდოსიუსის კედლები მაინც უძლებდა თავდასხმებს, მაგრამ ოსმალთა რიცხვობრივმა უმრავლესობამ და ექვს კვირიანმა ალყამ შედეგი გამოიღო, 1453 წლი...დაწვრილებით

კონსტანტინოპოლის კედლები (ბერძ. Τείχη της Κωνσταντινούπολης) — ქვის თავდაცვითი ნაგებობები, რომლებიც იცავდა ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლს. მისი მშენებლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ბიზანტიონი გამოცხადდა რომის იმპერიის ახალ დედაქალაქად, კონსტანტინე დიდის მიერ. აშენების შემდეგ მან უამრავი ცვლილება და რესტავრაცია განიცადა. იგი წარმოადგენს ანტიკური და შუა საუკუნეების ერთ-ერთ საუკეთესო, დახვეწილ და რთულ ნაგებობას.

თავდაპირველი ნაგებობა აშენდა კონსტანტინე დიდის მიერ. იგი ქალაქს იცავდა როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. ქალაქის ზრდასთან ერთად გაჩნდა ახალი კედლის საჭიროება. V საუკუნეში იმპერატორმა თეოდოსიუსმა, ქალაქს შემოარტყა „თეოდოსიუსის კედლები“. იგი წარმოადგენდა თითქმის მიუდგომელ ნაგებობას მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. მან გაუძლო ხუნძების, არაბების, ბულგარელების და სხვათა შეტევებს. დენთის გამოჩენის შემდეგადაც თეოდოსიუსის კედლები მაინც უძლებდა თავდასხმებს, მაგრამ ოსმალთა რიცხვობრივმა უმრავლესობამ და ექვს კვირიანმა ალყამ შედეგი გამოიღო, 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლი დაეცა.

ოსმალთა ბატონობის პერიოდში კედლები ისევ წარმოადგენდა ქალაქის მთავარ თავდაცვით ნაგებობას, მაგრამ მე-19 საუკუნეში დაიწყო მისი დემონტაჟი. ამის მიუხედავად მისი უდუდესი ნაწილი გადარჩა. 1980-იანი წლებიდან მიმდინარეობს კედლების ფართომასშტაბიანი აღდგენის პროგრამა.

Photographies by:
The original uploader was -jha- at German Wikipedia. - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
541
Statistics: Rank
172549

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
147256983Click/tap this sequence: 9725

Google street view

Where can you sleep near კონსტანტინოპოლის კედლები ?

Booking.com
489.941 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 106 visits today.