Kariye Camii

( ხორას მონასტერი )

ხორას მონასტერი — ბიზანტიური ეპოქის მონასტერი სტამბოლში. 1948 წლიდან გახსნილია ტურისტებისათვის. შედის სტამბოლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ამჟამად არსებული ეკლესია აგებულია 1077-1081 წლებში მარია დუკას მიერ, რომელიც იყო იმპერატორ ალექსი I კომნენოსის სიდედრი. ნახევარი საუკუნის შემდეგ, სავარაუდოდ მიწისძვრის გამო, ეკლესიის კამარა ჩამოიშალა და იმპერატორ ალექსის უმცროსმა შვილმა მისი სარესტავრაციო სამუშაოები დააფინანასა.

1315-1321 წლებში ხორას მონასტერი კიდევ ერთხელ გადააკეთეს პალეოლოგოსების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ტაძრის ქტიტორი იყო თეოდორე მეტოხიტი, რომელმაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა მონასტერში, როგორც უბრალო ბერმა. მონასტრის მოზაიკა და ფრესკები არის პალეოლოგოსების რენესანსის მხატვრული მიღწევა.

1453 წელს, კონსტანტინოპოლის ალყის დროს ტაძარში დააბრძანეს ღვთისმშობლის ხატი ოდიგიტრია. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ოსმალებმა თეთრად გადაღებეს ბიზანტიური პერიოდის მხატვრობა და ტაძარი 1511 წელს მეჩეთად გადააკეთეს. მონასტერს 1945 წლ...დაწვრილებით

ხორას მონასტერი — ბიზანტიური ეპოქის მონასტერი სტამბოლში. 1948 წლიდან გახსნილია ტურისტებისათვის. შედის სტამბოლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ამჟამად არსებული ეკლესია აგებულია 1077-1081 წლებში მარია დუკას მიერ, რომელიც იყო იმპერატორ ალექსი I კომნენოსის სიდედრი. ნახევარი საუკუნის შემდეგ, სავარაუდოდ მიწისძვრის გამო, ეკლესიის კამარა ჩამოიშალა და იმპერატორ ალექსის უმცროსმა შვილმა მისი სარესტავრაციო სამუშაოები დააფინანასა.

1315-1321 წლებში ხორას მონასტერი კიდევ ერთხელ გადააკეთეს პალეოლოგოსების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ტაძრის ქტიტორი იყო თეოდორე მეტოხიტი, რომელმაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა მონასტერში, როგორც უბრალო ბერმა. მონასტრის მოზაიკა და ფრესკები არის პალეოლოგოსების რენესანსის მხატვრული მიღწევა.

1453 წელს, კონსტანტინოპოლის ალყის დროს ტაძარში დააბრძანეს ღვთისმშობლის ხატი ოდიგიტრია. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ოსმალებმა თეთრად გადაღებეს ბიზანტიური პერიოდის მხატვრობა და ტაძარი 1511 წელს მეჩეთად გადააკეთეს. მონასტერს 1945 წლიდან მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ბიზანტიური ეპოქის მონასტრისათვის მინიჭებული მუზეუმის სტატუსი ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გააუქმა. 2020 წელს პრეზიდენტის განკარგულებით, ტაძარი რელიგიის საკითხთა დირექტორატს გადაეცემა და ის მეჩეთად გადაკეთდება.

Photographies by:
Takeaway - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
2169
Statistics: Rank
129667

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
139485627Click/tap this sequence: 8411
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ხორას მონასტერი ?

Booking.com

What can you do near ხორას მონასტერი ?

9.002.688 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 27 visits today.