Софійський собор (Київ)

( კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი )

წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი (უკრაინ. Собор святої Софії) — კიევის რუსეთის პერიოდის თვალსაჩინო არქიტექტურული მონუმენტი კიევში. დღეისათვის ის ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა და პირველი ძეგლი უკრაინის მასშტაბით, რომელიც 1990 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მთავარი შენობის გარდა, ანსამბლი მოიცავს სხვა დამხმარე ნაგებობებს, მათ შორისაა სამრეკლო. 2011 წლიდან, ისტორიული ძეგლი უკრაინის რეგიონული განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებიდან უკრაინის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამის მიზეზი კი ის ფაქტი იყო, რომ სოფიას ტაძარი იუნესკოს სიაში შესულია კიევ-პეჩერსკის ლავრასთან ერთად, როგორც კომპლექსური ძეგლი, ამ დროს კი ისინი სხვადასხვა უკრაინული უწყებების მიერ იმართებოდნენ.

ტაძრის სახელი კონსტანტინოპოლის VI საუკუნის აია-სოფიას ტაძრიდან მომდინარეობს. ნაკლებად პოპულარული თეორიის თანახმად, ტაძრის მოდელი იყო ნოვგოროდის 13 გუმბათიანი მუხის ტაძარი. მისი ქვის იმიტაცია იაროსლავ ბრძენმა ნოვგოროდის მცხოვრებთა მიმართ მადლობის ნიშნად გადაწყვიტა...დაწვრილებით

წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი (უკრაინ. Собор святої Софії) — კიევის რუსეთის პერიოდის თვალსაჩინო არქიტექტურული მონუმენტი კიევში. დღეისათვის ის ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა და პირველი ძეგლი უკრაინის მასშტაბით, რომელიც 1990 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მთავარი შენობის გარდა, ანსამბლი მოიცავს სხვა დამხმარე ნაგებობებს, მათ შორისაა სამრეკლო. 2011 წლიდან, ისტორიული ძეგლი უკრაინის რეგიონული განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებიდან უკრაინის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამის მიზეზი კი ის ფაქტი იყო, რომ სოფიას ტაძარი იუნესკოს სიაში შესულია კიევ-პეჩერსკის ლავრასთან ერთად, როგორც კომპლექსური ძეგლი, ამ დროს კი ისინი სხვადასხვა უკრაინული უწყებების მიერ იმართებოდნენ.

ტაძრის სახელი კონსტანტინოპოლის VI საუკუნის აია-სოფიას ტაძრიდან მომდინარეობს. ნაკლებად პოპულარული თეორიის თანახმად, ტაძრის მოდელი იყო ნოვგოროდის 13 გუმბათიანი მუხის ტაძარი. მისი ქვის იმიტაცია იაროსლავ ბრძენმა ნოვგოროდის მცხოვრებთა მიმართ მადლობის ნიშნად გადაწყვიტა, რომლებიც მას 1019 წელს კიევის ტახტის შენარჩუნებაში დაეხმარნენ.

მშენებლობას საფუძველი 1037 (ან 1011) წელს ჩაეყარა, მაგრამ დასრულებას 20 წელი დასჭირდა. ეკლესიას გააჩნია 5 ნავი, 5 აფსიდი და 13 გუმბათი. სამი მხირდან შემოსაზღვრულია 2 იარუსიანი გალერეებით. გარე ფასადი მოპირკეთებულია ცოკოლით. ინტერიერში შემორჩენილია XI საუკუნის მოზაიკა და ფრესკები, რომლებიც შეიცავს იაროსლავ ბრძენის ოჯახისა და ორანტებს გაქრობის პირას მისულ გამოსახულებებს.

თავდაპირველად, საკათედროი ტაძარი კიევის მმართველების სამარხ ადგილს წარმოადგენდა. მათ შორის არიან ვლადიმირ მონომახი, ვსევოლოდ I და რაღა თქმა უნდა მისი დამაარსებელი იაროსლავ ბრძენი.

1169 წელს, ვლადიმირ–სუზდალის მთავრის – ანდრია ბოგოლიუბსკის მიერ კიევის ძარცვის შემდეგ, რომელსაც 1240წელს მონღოლ–თათრები მოჰყვნენ, ტაძარი გაქრობის პირას მივიდა. 1595-96 წელსბის ბრესტის უნიით წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი უკრაინის ბერძნულ–მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნა, სანამ მას 1633 წელს მოლდოვის მართლმადიდებელი მიტროპოლიტი პეტრე მოგილა მოითხოვდა. მოგილამ ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დააფინანსა და ნაგებობის ზედა ნაწილი თითქმის ხელახლა ააშენებინა, იტალიელ არქიტექტორს, რომელმაც უკრაინულ ბაროკოს სტილში გადაწყვიტა. ბიზანტიური ინტერიერი მიტროპოლიტმა ხელუხლებლად დატოვა. სამუშაოები გაგრძელდა კაზაკთა ატამანის, ივან მაზეპას მიერ და დასრულებისას, 1740 წელს, ტაძარმა დღევანდელი სახე მიიღო.

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, 1920–იან წლებში, სამთავრობო წრეებმა ტაძრის დანგრევისა და მის მიწაზე „პერეკოპის გმირთა“ პარკის მოწყობის გეგმა წარმოადგინეს. საკათედრო ტაძარი დანგრევას, უპირველეს ყოვლისა, მრავალი მეცნიერისა და ისტორიკოსის წინააღმდეგობის შედეგად გადაურჩა. მიუხედავად ამისა, 1934 წელს მთავრობამ ეკლესიას ტაძრის ნაგეობებების სტრუქტურა ჩამოართავა მის მიმდებარე XVII-XVIII საუკუნეების შენობებთან ერთად და ის არქიტექტურულ–ისტორიულ მუზეუმად გააფორმა.

1980–იანი წლებიდან, ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდეგ უკრაინის ხელისუფლება მართლმადიდებელ ეკლესიას ნაგებობების დაბრუნებას პირდებოდა. მაგრამ მათი დაბრუნება საკმაოდ გაჭიანურდა ეკლესიის შიგნით მომხდარი არაერთი განხეთქილების გამო – ნაგებობებს უკრაინის თითქმის ყველა მართლმადიდებელი და ბერძნულ–მართლმადიდებელი ეკლესია მოითხოვდა.ყველა მათგანი საკუთარი არგუმენტებით ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მოვლენები განვითარდა 1995 წელს, როდესაც პოლიციამ მუზეუმის ტერიტორიაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის პატრიარქის, ვლადიმირის დაკრძალვის აღკვეთა სცადა. მოვლენები დაპირისპირებასა და სისხლისღვრაში გადაიზარდა. ამგვარი შემთხვევების შემდეგ, ტაძარი დღეს არცერთ რელიგიურ გაერთიანებას არ ეკუთვნის და კვლავ რჩება უკრაინის რელიგიურ მუზეუმად, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს.

2007 წლის 21 აგვისტოს, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი უკრაინის ერთ–ერთ შვიდ საოცრებათაგანად დაასახელეს. გამოკითხვა ექსპერტებსა და ინტერნეტ–საზოგადოებას დაეყრდნო.

Photographies by:
Statistics: Position
254
Statistics: Rank
274856

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
695841372Click/tap this sequence: 3171

Google street view

Where can you sleep near კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი ?

Booking.com

What can you do near კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი ?

489.282 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 109 visits today.