ხაიბერის გასასვლელი

ხაიბერის გასასვლელი ან ხაიბერის უღელტეხილი (ურდუ درہ خیبر, ინგლ. Khyber pass) — გადასასვლელი საფედქოჰის ქედზე, რომელიც მდებარეობს ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე. მისი სიგრძე 53 კმ. სიგანე 15–130 მ. უღელტეხილის ძირითადი ნაწილი მდებარეობს 1030 მ. სიმაღლეზე. გადასასვლელი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა სამხრეთ და ცენტრალურაზიას შორის, აგრეთვე, მას ჰქონდა სტრატეგიული დანიშნულება. გადასასვლელის უმაღლესი წერტილი მდებარეობს პაკისტანის ტერიტორიაზე საზღვრიდან 5 კმ–ს დაშორებით. გადასასვლელის ჩრდილოეთ ნაწილში მიედინება მდინარე ქაბული.

ხაიბერის უღელტეხილი იწყება პაკისტანის ქალაქ ჯამრუდიდან ( 491 მ. სიმაღლეზე) პეშავარიდან დასავლეთისკენ დაახლოებით 15 კმ. გადასასვლელზე გადის სარკინიგზო ხაზი, რომელიც პაკისტანის მხრიდან საზღვრისკენ მიემართება, აგრეთვე, პეშავარი — ქაბულის გზატკეცილი. გზა მიუყვება კლდეებს 48 კმ. მანძილზე, სადაც კანიონის კედლებს შორის მანძილი 15 მ. შეადგენს. უღელტეხილი მთავრდება ავღანეთის ქალაქ ტორჰამში. გზატ...დაწვრილებით

ხაიბერის გასასვლელი ან ხაიბერის უღელტეხილი (ურდუ درہ خیبر, ინგლ. Khyber pass) — გადასასვლელი საფედქოჰის ქედზე, რომელიც მდებარეობს ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე. მისი სიგრძე 53 კმ. სიგანე 15–130 მ. უღელტეხილის ძირითადი ნაწილი მდებარეობს 1030 მ. სიმაღლეზე. გადასასვლელი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა სამხრეთ და ცენტრალურაზიას შორის, აგრეთვე, მას ჰქონდა სტრატეგიული დანიშნულება. გადასასვლელის უმაღლესი წერტილი მდებარეობს პაკისტანის ტერიტორიაზე საზღვრიდან 5 კმ–ს დაშორებით. გადასასვლელის ჩრდილოეთ ნაწილში მიედინება მდინარე ქაბული.

ხაიბერის უღელტეხილი იწყება პაკისტანის ქალაქ ჯამრუდიდან ( 491 მ. სიმაღლეზე) პეშავარიდან დასავლეთისკენ დაახლოებით 15 კმ. გადასასვლელზე გადის სარკინიგზო ხაზი, რომელიც პაკისტანის მხრიდან საზღვრისკენ მიემართება, აგრეთვე, პეშავარი — ქაბულის გზატკეცილი. გზა მიუყვება კლდეებს 48 კმ. მანძილზე, სადაც კანიონის კედლებს შორის მანძილი 15 მ. შეადგენს. უღელტეხილი მთავრდება ავღანეთის ქალაქ ტორჰამში. გზატკეცილი აიგო ბრიტანელების მიერ 1879 წელს, ხოლო სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ჯამრუდიდან ლანდიკოტალამდე 6 წელს გაგრძელდა და დასრულდა 1925 წელს.

ხაიბერის გასასვლელი ისტორიაში პირველად ფიქსირდება ალექსანდრე მაკედონელის ინდოეთში ლაშქრობის დროს. იგი ბევრჯერ გამოუყენებიათ სამხრეთ აზიელი მუსლიმების დაპყრობისას, რაც, საბოლოოდ, დასრულდა დიდ მოგოლთა იმპერიის შექმნით 1526 წელს.

ბრიტანული მმართველობის პერიოდში ჰაიბერის უღელტეხილი გამოიყენებოდა სამი ანგლო-ავღანური ომის დროსაც 1838-1842, 1878-1880 და 1919 წლებში. გადასასვლელის კლდეებზე დღესაც შემორჩენილია ინგლისელთა მიერ მაშინდელი აგებული ძეგლები და საფორტიფიკაციო ნაგებობანი. გადასასვლელის ირგვლივ ცხოვრობენ პუშტუნი ტომები. დღეისათვის ის გამოიყენება, როგორც არალეგალური შეიარაღებული ბანდფორმირებების ბაზა.

Photographies by:
James Mollison - CC BY-SA 2.5
Statistics: Position
753
Statistics: Rank
231767

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
863452971Click/tap this sequence: 8216
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ხაიბერის გასასვლელი ?

Booking.com

What can you do near ხაიბერის გასასვლელი ?

8.826.343 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 861 visits today.