ტაქსილა

ტაქსილა (ურდ. ٹیکسلا) — ძველი ქალაქი პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში. დღეს ის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. მდებარეობს დედაქალაქ ისლამაბადიდან 32 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 549 მეტრზე.

ქალაქი აშენებულია განდჰარის სამეფოს პერიოდში. დღეს კომპლექსი ამ სამეფოს ქალაქ ტაქსასილის ნანგრევებსა მოიცავს, რომელიც ინდუიზმისა და ბუდიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ტაქსასილას კვეთდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები.

ალექსანდრე მაკედონელის ინდოეთის კამპანიის დროს, განდჰარის მეფე ხანგრძლივ ომს აწარმოებდა მეზობელი ინდოეთის მეფე პორომთან. სწორედ ამიტომ, ის მაკედონელთან ალიანსში შევიდა და ქალაქ ტაქსასილაში მიიპატიჟა. ეს უკანასკნელი პირადად იღებდა ინდოელებთან ბრძოლებში მონაწილეობას, სადაც დაეცა კიდეც. ამის შემდეგ, ძვ.წ. 175 წლიდან, ქალაქი ინდურ-ბერძნული სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

1980 წელს, ტაქსილა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

Photographies by:
Sasha Isachenko - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1617
Statistics: Rank
159276

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
286139754Click/tap this sequence: 2371
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ტაქსილა ?

Booking.com
8.715.545 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.683 visits today.