Canterbury Cathedral

( კენტერბერის კათედრალი )

კენტერბერის კათედრალი (ინგლ. Canterbury Cathedral) — ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ქრისტიანული კათედრალი ინგლისში, კენტის საგრაფოს ისტორიულ ქალაქ კენტერბერიში. 1988 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. წარმოადგენს ინგლისური ეკლესიის ლიდერის - კენტერბერის არქიპეისკოპოსის საკათედრო ტაძარს და მთელი მსოფლიოს ანგლიკანური საზოგადოების სიმბოლოს.

ტაძრის მისი პირველი არქიეპისკოპოსი იყო ავგუსტინ კენტერბერიელი, რომელიც მანამდე რომში, წმინდა ანდრიას ბენედიქტური სააბატოს აბატი იყო. 597 წელს ის პაპმა გრიგოლ I-მა ანგლო-საქსონიაში მისიონერად გაგზავნა. 602 წელს მან კათედრალი დააფუძნა წმინდა მხსნელის (მაცხოვრის) სახელზე. 1993 წელს, კათედრალის ქვეშ წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა ძველი ტაძრის არსებობა, რომელიც რომაული გზის გასწვრივ ყოფილა აშენებული.

ავგუსტინმა ქალაქის კედლების გარეთ ასევე დააფუძნა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის სააბატო, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში არქიეპისკოპოსთა ძვალთშესალაგს წარმოადგენდა. სააბატო ა...დაწვრილებით

კენტერბერის კათედრალი (ინგლ. Canterbury Cathedral) — ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ქრისტიანული კათედრალი ინგლისში, კენტის საგრაფოს ისტორიულ ქალაქ კენტერბერიში. 1988 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. წარმოადგენს ინგლისური ეკლესიის ლიდერის - კენტერბერის არქიპეისკოპოსის საკათედრო ტაძარს და მთელი მსოფლიოს ანგლიკანური საზოგადოების სიმბოლოს.

ტაძრის მისი პირველი არქიეპისკოპოსი იყო ავგუსტინ კენტერბერიელი, რომელიც მანამდე რომში, წმინდა ანდრიას ბენედიქტური სააბატოს აბატი იყო. 597 წელს ის პაპმა გრიგოლ I-მა ანგლო-საქსონიაში მისიონერად გაგზავნა. 602 წელს მან კათედრალი დააფუძნა წმინდა მხსნელის (მაცხოვრის) სახელზე. 1993 წელს, კათედრალის ქვეშ წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა ძველი ტაძრის არსებობა, რომელიც რომაული გზის გასწვრივ ყოფილა აშენებული.

ავგუსტინმა ქალაქის კედლების გარეთ ასევე დააფუძნა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის სააბატო, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში არქიეპისკოპოსთა ძვალთშესალაგს წარმოადგენდა. სააბატო ასევე შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

კათედრალს საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურები ემატებოდა, თუმცა თანამედროვე ფორმები XV-XIX საუკუნეებში მიიღო.

Photographies by:
Antony McCallum: Who is the uploader, photographer, full copyright owner and proprietor of WyrdLight - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
2089
Statistics: Rank
152129

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
459182763Click/tap this sequence: 6692
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near კენტერბერის კათედრალი ?

Booking.com
8.734.192 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 7.085 visits today.