Principality of Sealand

( სილენდი )

სილენდი (ინგლ. Sealand) — არაღიარებული ქვეყანა. მდებარეობს ყოფილ თავდაცვით პლატფორმა — რაფს-ტაუერზე, ჩრდილოეთ ზღვაში. ბრიტანეთის სანაპიროდან დაშორებულია 10 კილომეტრით.

სილენდი (ინგლ. Sealand) — არაღიარებული ქვეყანა. მდებარეობს ყოფილ თავდაცვით პლატფორმა — რაფს-ტაუერზე, ჩრდილოეთ ზღვაში. ბრიტანეთის სანაპიროდან დაშორებულია 10 კილომეტრით.

ისტორია

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა მტრისგან თავდასაცავად ნაპირის გასწვრივ ზღვაში ააგეს თავდაცვითი პლატფორმები. ერთ-ერთი მათგანი იყო რაფს-ტაუერი (ინგლ. Roughs Tower). ომის დროს მასზე განლაგებული იყო საზენიტო იარაღები და 200 კაცისგან შემდგარი გარნიზონი. ომის დასრულების შემდეგ პლატფორმების უმრავლესობა დაანგრიეს, ხოლო რაფს-ტაუერი დარჩა ხელუხლებელი, რადგან ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარეობდა.

1966 წელს პენსიაზე გასულმა ბრიტანეთის მაიორმა როი ბეიტსმა და მისმა მეგობარმა რონან ო’რეილიმ ამოირჩიეს მიტოვებული რაფს-ტაუერი, მასზე გასართობი პარკის მოსაწყობად. თუმცა, მალე მეგობრებს შორის უთანხმოება მოხდა და როი ბეიტსი გახდა ადგილის ერთპიროვნული მფლობელი. მომავალ წელს რონან ო’რეილი შეეცადა პლატფორმის დაპატრონებას, თუმცა მისი შემოტევა მოგერიებული იქნა იარაღით და საწვავით სავსე ქილებით.

როიმ გადაიფიქრა გასართობი პარკის მშენებლობა და პლატფორმაზე განათავსა პირატული რადიოსადგური “Britain’s Better Music Station”.

1967 წლის 2 სექტემბერს როიმ განაცხადა სუვერენული სახელმწიფოს შექმნის შესახებ და თავისი თავი გამოაცხადა მეფედ – როი I-ად. ეს დღე აღინიშნება როგორც სახელმწიფო დღესასწაული.

1968 წელს ბრიტანეთი შეეცადა პლატფორმის დაკავებას, პლატფორმას მიუახლოვდა საბრძოლო კატერები, რასაც სამეფოს წარმომადგენლებმა უპასუხეს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი.

1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება ბრიტანეთის იურისდიქციას.

2012 წლის 9 ოქტომბერს სილენდის პრინცი როი ბეითსი, რამდენიმეწლიანი ალცჰაიმერის დაავადების შედეგად 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. სილენდის სამთავრო ადგილი მისმა შვილმა მიშელ ბეითსმა დაიკავა[1][2][3][4][5][6].

Self-declared prince of sovereign principality of Sealand dies aged 91Sealand News: Prince Roy of Sealand aka Roy Bates (passed away 9th October 2012) Obituary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-12. ციტირების თარიღი: 2013-06-05.Yardley, William (13 October 2012). „Roy Bates, Bigger-Than-Life Founder of a Micronation, Dies at 91“. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 October 2012.'Prince Roy of Sealand' dies, aged 91“. The Australian. 11 October 2012. ციტირების თარიღი: 11 October 2012.Van Gilder Cooke, Sonia (12 October 2012). „RIP Paddy Roy Bates, the Prince of Sealand“. TIME magazine. ციტირების თარიღი: 12 October 2012.Woo, Elaine (14 October 2012). „Prince Roy Bates dies at 91; adventuring monarch of Sealand“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 14 October 2012.
Photographies by:
Ryan Lackey from San Francisco, CA, US - CC BY 2.0
Statistics: Position
257
Statistics: Rank
270565

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
941835762Click/tap this sequence: 5141
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სილენდი ?

Booking.com
491.465 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 91 visits today.