კატმანდუ (ნეპ.|काठमांडौ, ბჰასა|येँ) — ნეპალის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კატმანდუს ხეობაში, სადაც კიდევ ორი ქალაქი მდებარეობს - პატანი და ბჰაქტაპური. ნეპალური ენა არის ხეობის ძირითადი და ყველაზე გავრცელებული ენა. ბჰასაზე ლაპარაკობს მხოლოდ ხეობის ძირძველი მოსახლეობა, ნევარები. ინგლისური ესმის ქალაქის მთელ განათლებულ ნაწილს. კატმანდუს მოსახლეობა შეადგენს 1,442,271 ადამიანს.
კატმანდუ წარმოადგენს ნეპალის ყველაზე განვითარებულ ქალაქს.
კატმანდუ იყო და არის ნეპალის ისტორიის, ხელოვნების, კულტურისა და ეკონომიკის ცენტრი. ის მულტი-ეთნიკური ქალაქია რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც რელიგიურად ინდუიზმისა და ბუდიზმის მიმდევრები არიან.
ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. TripAdvisor-ის მიხედვით კატმანდუ აუცილებლად სამოგზაურო ქალაქების სიაში მსოფლიოში მესამეა, აზიაში კი პირველი. ქალაქი ჰიმალაის მთების ჭიშკარს წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, როგორიცაა: დურბურის მოედანი, სვაიამბუნათჰი, ბოდჰნათჰი, პაშუპატიანთჰის ტაძარი...დაწვრილებით
კატმანდუ (ნეპ.|काठमांडौ, ბჰასა|येँ) — ნეპალის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კატმანდუს ხეობაში, სადაც კიდევ ორი ქალაქი მდებარეობს - პატანი და ბჰაქტაპური. ნეპალური ენა არის ხეობის ძირითადი და ყველაზე გავრცელებული ენა. ბჰასაზე ლაპარაკობს მხოლოდ ხეობის ძირძველი მოსახლეობა, ნევარები. ინგლისური ესმის ქალაქის მთელ განათლებულ ნაწილს. კატმანდუს მოსახლეობა შეადგენს 1,442,271 ადამიანს.
კატმანდუ წარმოადგენს ნეპალის ყველაზე განვითარებულ ქალაქს.
კატმანდუ იყო და არის ნეპალის ისტორიის, ხელოვნების, კულტურისა და ეკონომიკის ცენტრი. ის მულტი-ეთნიკური ქალაქია რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც რელიგიურად ინდუიზმისა და ბუდიზმის მიმდევრები არიან.
ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. TripAdvisor-ის მიხედვით კატმანდუ აუცილებლად სამოგზაურო ქალაქების სიაში მსოფლიოში მესამეა, აზიაში კი პირველი. ქალაქი ჰიმალაის მთების ჭიშკარს წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, როგორიცაა: დურბურის მოედანი, სვაიამბუნათჰი, ბოდჰნათჰი, პაშუპატიანთჰის ტაძარი.
კატმანდუს ისტორიული ნაწილი 2015 წლის აპრილში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის გამო დაზიანდა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად კატმანდუში უძველესი ცივილიზაციების ნაკვალევია აღმოჩენილი.მათგან უძველესი ქანდაკებაა, რომელიც ახ.წ. 185 წლით თარიღდება.[1] წარწერები ქვებზე რომელიც კატმანდუშია აღმოჩენილი ნეპალის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და ასევე ის ნეპალის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი წყაროა.
უძველესი ისტორიაკატმანდუს უძველესი ისტორია ადგილობრივ ლეგენდებსა თუ თქმულებებშ კარგადაა გადმოცემული. სვაიამბჰუ პურანას მიხედვით თანამედროვე კატმანდუს ტერიტორიაზე დიდი უზარმაზარი, ღრმა ტბა სახელად ,,ნაგდაჰა'' მდებარეობდა, რომელიც გველებით სავსე იყო. ბოდჰისტავა მანჯუშტრეემ მთა თავისი მახვილით გაჭრა და იქიდან წყალი გამოდევნა. მან ამ ადგილას ქალაქი დააარსა რომელსაც მანჯუპატანი უწოდა და ადგილის მმართველად დჰარმაკარი დააყენა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დემონმა, სახელად ბანასურმა, გასასვლელები დალუქა და ხეობა კვლავ ტბად გადააქცია. ამის შემდეგ კრიშნა ნეპალში ჩავიდა, ბანასური მოკლა და ტბა ხელმეორედ ამოაშრო. მან თან გოპალები წაიყვანა და ახალ შექმნილ ქალაქში მეფეც დასვა.
შივას პურანაში, თავი 11, შლოკა 18, აღწერილია ქალაქი,ნაიპალა, რომელიც განთქმული იყო თავისი პაშუპატი შივალინგათი.ვარაუდობენ რომ სახელი ნეპალი ამ ქალაქ ნაიაპალასგან წარმოიშვა.
ძალიან ცოტა ისტორიული ჩანაწერებია შემორჩენილი, რომელიც ნეპალის ლიჰავამდელ პერიოდს აღწერს. გოპარლაი ვანსავუალის მიხედვით ნეპალის მონარქები ლიჰავამდელ პერიოდშიც იყვნენ.
შუა საუკუნეებიგორხას სამეფომ კატმანდუს ბრძოლაში 1763 წელს მალლა დაიპყრო, რომელმაც თავის მხრივ წერტილი დაუსვა ლიჰავურ ერას. ეს კატმანდუში თანამედროვე ეპოქის დაწყებად მიიჩნევა. კატმანდუ გორხას იმპერიის დედაქალაქი გახდა. ამ ეპოქაში აშენდა ისეთი ნეპალური არქიტექტურის მქონე ნაგებობები, როგორიცაა ბასანტაპურის ცხრასართულიანი კოშკი. ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან ხელსაყრელი აღარ იყო მათთან მუდმივი ომის არსებობის გამო. ნეპალის დე-ფაქტო მმართველი ბჰიმსენ თჰაპა საფრანგეთს მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ; ამან ნეპალში თანამედროვე სამხედრო სტრუქტურების განვითარება განაპირობა, როგორიცაა თანამედროვე ყაზარმები, რომლებიც კატმანდუში მდებარეობს. დჰარადარას ცხრასართულიანი კოშკიც, სწორედ ამ პერიოდშია აშენებული.
რანას მმართველობა ნეპალში1846 წლის 14 სექტემბერს, კოტის ხოცვა-ჟლეტით დაიწყო, რომელიც ჰანუმ დჰოკა დურბარის მახლობლად მოხდა. ამ ხოცვა-ჟლეტის დროს ნეპალის მაღალჩინოსნების უმეტესი ნაწილი ჟანგ ბაჰადურ რანასა და მის მომხრეების წინააღმდეგ იბრძოდნენ. რანას რეჟიმის დროს კატმანდუს ალიანსი ანტი-ბრიტანულიდან გადავიდა პრო-ბრიტანულში; ამან დასავლეთევროპული ხუროთმოძღვრული სტილის გამოჩენა განაპირობა ნეპალში, და შემდგომში ასეთი სტილის შენობებიც აშენდა.ამ შენობებიდან ყველაზე ცნობილია სინგჰა დურბარი, სიზმრების ბაღი, შიტალ ნივა და ძველი ნარაიანჰიტის სასახლე. ამ ეპოქაში ასევე აშენდა პირველი თანამედროვე კომერციული გზა კატმანდუს ველში.რანას მმართველობა ისტორიაში შესულია, როგორც დესპოტიზმი, ეკონომიკური ექსპლუატაცია და რელიგიური დევნა.
კომენტარის დამატება