ბოდჰნათჰი (დევანაგარი: बौद्धनाथ) (ასევე ჰქვია ბუდდჰანათჰი ან ბაუდჰანათჰი ან ქჰასა ჩაიტჲა) არის კატმანდუს ერთ-ერთი უწმინდესი ბუდისტური ადგილი, ნეპალი. მდებარეობს კატმანდუს ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბნებიდან 11 კმ-ში. სტუპას მასიური მანდალა ნეპალის უდიდეს სფერულ სტუპად აქცევს.

ძველი სტუპა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ბოდჰნათჰის გარშემო, ჩინეთიდან დიდი რაოდენობით ლტოლვილი მოსახლეობის გამო, 50-მდე ტიბეტური გომპაა აგებული (მონასტერი). 1979-დან ბოდჰნათჰი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. სვაიამბჰუნათჰთან ერთად, კატმანდუში ტურისტთათვის ყველაზე პოპულარული ადგილია.

სტუპა ტიბეტიდან მომავალ ძველ სავაჭრო გზაზეა, რომლიდანაც შედის კატმანდუს ველზე. მრავალი საუკუნის განმავლობაში, ტიბეტელი ვაჭრები აქ ისვენებდნენ და ლოცვებს აღავლენდნენ. ნათქვამია, რომ სტუპაში ბრძენ კაშიაპას ნაწილებია ჩამარხული.

ისტორია

გოპალარაჯავამშავალის მიხედვით, ბუდჰნათჰი დააარსა ნეპალის მეფე შივადევამ (590–604); სხვა მატიანეები კი მეფე მანადევას (464–505) მეფობის ხნით ათარიღებენ.[1][2]

ტიბეტის იმპერატორი ტრისონგ დეცენიც (755–797) ტრადიციულად დაკავშირებულია ბოდჰნათჰის სტუპის მშენებლობასთან. ბოდჰნათჰი ჰელამბუელმა იოლმო ნგაკჩანგ საკია ზანგპომ აღადგინა.[3]

Shaha, Rishikesh. Ancient and Medieval Nepal. (1992), p. 123. Manohar Publications, New Delhi. ISBN 81-85425-69-8.Ehrhard, Franz-Karl (1990). "The Stupa of Bodhnath: A Preliminary Analysis of the Written Sources." Ancient Nepal - Journal of the Department of Archaeology, Number 120, October-November 1990, pp. 1-6.The Legend of the Great Stupa and The Life Story of the Lotus Born Guru, pp. 21-29. Keith Dowman (1973). Tibetan Nyingma Meditation Center. Dharma Books. Berkeley, California.
Photographies by:
M.Dirgėla - CC BY-SA 3.0
Pemba08 - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1723
Statistics: Rank
72170

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
286791345Click/tap this sequence: 7156

Google street view

Where can you sleep near ბოდჰნათჰი ?

Booking.com
489.016 visits in total, 9.195 Points of interest, 404 Destinations, 62 visits today.