喀什市

( ქაშგარი )

ქაშგარი (უიღ. قەشقەرQeshqer) ან ქაში (ჩინ. 喀什) — სამხრეთ სინძიანში, ტარიმის ღრმულის ოაზისში მდებარე ქალაქი. ჩინეთის ერთ-ერთი უკიდურესი სამხრეთი ქალაქი. ავღანეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და პაკისტანის საზღვართან. დაახლოებით 2000 წელია ქალაქი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და სავაჭრო პუნქტს აბრეშუმის გზაზე, რომელიც აკავშირებდა ევროპას, შუა აღმოსავლეთს და ჩინეთს. მისი დღევანდელი მოსახლეობა დაახლოებთ 700 000 ადამიანია და ის ერთ-ერთი მუდმივბად დასახლებული უძველესი ქალაქია.

არსებობის მანძილზე ქალაქმა განიცადა მრავალი კულტური გავლენა. ის იყო ჩინეთის, მონღოლეთის, თურქების და ტიბეტის იმპერიის მმართველობის ქვეშ. ქალაქი ასევე ხშირად ხდებოდა სტეპების სხვა და სხვა ხალხების ბრძოლის ადგილი.

დღეს ის წარმოადგენს კაშგარის პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრს. რომლის ფართობია 162,000 კვ. კილომეტი. 2020 წლის აღწერის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4,5 მილიონ ადამიანს. თვითონ ქალაქის მოსახლეობა არის 711,300 დ...დაწვრილებით

ქაშგარი (უიღ. قەشقەرQeshqer) ან ქაში (ჩინ. 喀什) — სამხრეთ სინძიანში, ტარიმის ღრმულის ოაზისში მდებარე ქალაქი. ჩინეთის ერთ-ერთი უკიდურესი სამხრეთი ქალაქი. ავღანეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და პაკისტანის საზღვართან. დაახლოებით 2000 წელია ქალაქი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და სავაჭრო პუნქტს აბრეშუმის გზაზე, რომელიც აკავშირებდა ევროპას, შუა აღმოსავლეთს და ჩინეთს. მისი დღევანდელი მოსახლეობა დაახლოებთ 700 000 ადამიანია და ის ერთ-ერთი მუდმივბად დასახლებული უძველესი ქალაქია.

არსებობის მანძილზე ქალაქმა განიცადა მრავალი კულტური გავლენა. ის იყო ჩინეთის, მონღოლეთის, თურქების და ტიბეტის იმპერიის მმართველობის ქვეშ. ქალაქი ასევე ხშირად ხდებოდა სტეპების სხვა და სხვა ხალხების ბრძოლის ადგილი.

დღეს ის წარმოადგენს კაშგარის პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრს. რომლის ფართობია 162,000 კვ. კილომეტი. 2020 წლის აღწერის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4,5 მილიონ ადამიანს. თვითონ ქალაქის მოსახლეობა არის 711,300 და მისი ურბანული არეალი 15 კვ. კილომეტრი, თუმცა მისი ადმინისტრაციული არეალი მოიცავს 555 კვ. კილომეტრს. 2010 წელს ქალაქი გამოცხადდა სპეციალურ ეკონომიკურ ზონად. დასავლეთ ჩინეთში ერთადერთი ასეთი სტატუსის მატარებელი ქალაქია. ის ასევე წარმოადგენს ყარაყორუმის გზატკეცილის ტერმინალს, რომლის აგებაც მრავალ მილიარდიანი პროექტის, ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

Photographies by:
Ondřej Žváček - CC BY 2.5
Statistics: Position
1702
Statistics: Rank
165402

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
529416837Click/tap this sequence: 3253
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Videos

Where can you sleep near ქაშგარი ?

Booking.com

What can you do near ქაშგარი ?

9.002.785 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 124 visits today.