ისიქ-ქოლი (ყირგ. Ысык көл Issık Köl, თურქ. Issık Göl , რუს. Иссык-Куль, ჩინ. 熱海) — ტბა ჩრდილოეთ ტიან-შანში. იგი არის მსოფლიოში ოცდამესამე ტბა ფართობის მიხედვით, ხოლო მესამე ცენტრალურ აზიაში. ისიქ-ქოლი მოქცეულია ყირგიზეთის მყინვარებსა და მაღალი სიმაღლის მთებს შორის, ამის მიუხედავად ტბა არასოდეს არ იყინება, ყირგიზულ ენაზე ამ ადგილის სახელი „ცხელ ტბას“ ნიშნავს. ტბის სიახლოვეს აღმოჩენილია უძველესი ნასახლარები. ისიქ-ქოლის ტბის სიგრძე შეადგენს 182 კილომეტრს, სიგანე 60 კმ-ს, ფართობი კი 6.236 კვადრატულ კილომეტრს. უდიდესი სიღრმე 668 მ. ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 1,607 მეტრზე, მისი სიღრმე შეადგენს 668 მეტრს. ტბაში დაახლოებით 150 მდინარე ჩაედინება, მათგან უმნიშვენელოვანესია მდინარე ჩუ.

კომენტარის დამატება