هرم زوسر

( ჯოსერის პირამიდა )

ჯოსერის პირამიდა — ძველი ეგვიპტის ფარაონ ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდა ძველი სამეფოს III დინასტიიდან, აგებული დაახლოებით ძვ. წ. 2650 წლისათვის. ჯოსერის პირამიდა უძველესია ეგვიპტის პირამიდებს შორის, მისი სიმაღლე შეადგენს 62,5 მეტრს და ამ მონაცემით იგი მეცხრე ადგილს იკავებს. იგი ასევე ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა, რომლის ფუნდამენტიც არაა კვადრატული ფორმის.

ამ მშენებლობით ეგვიპტეში დაიწყო პირამიდებისა და ფარაონთა სხვაგვარი მონუმენტური სამარხების შენების პირველი ეტაპი. თავად საფეხუროვანი პირამიდა არის მცირე ნაწილი ეგვიპტური პირამიდების კომპლექსებს შორის ყველაზე ვრცელი კომპლექსისა, რომელიც მრავალი საზეიმო შენობის, ნაგებობისა და გარდაცვლილთა საკულტო ეზოებისაგან შედგება. გირს-ელ-მუდირის სახელით ცნობილი ნაგებობის შემდეგ ჯოსერის პირამიდა ითვლება ეგვიპტეში დღემდე შემორჩენილ სიძველით მეორე შენობად, რომელიც თლილი ქვითაა ნაგები.

ჯოსერის პირამიდა საკარას ნეკროპოლის ცენტრალური ნაგებობაა და, როგორც მემფისის ნეკროპოლების ნაწილი, 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის...დაწვრილებით

ჯოსერის პირამიდა — ძველი ეგვიპტის ფარაონ ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდა ძველი სამეფოს III დინასტიიდან, აგებული დაახლოებით ძვ. წ. 2650 წლისათვის. ჯოსერის პირამიდა უძველესია ეგვიპტის პირამიდებს შორის, მისი სიმაღლე შეადგენს 62,5 მეტრს და ამ მონაცემით იგი მეცხრე ადგილს იკავებს. იგი ასევე ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა, რომლის ფუნდამენტიც არაა კვადრატული ფორმის.

ამ მშენებლობით ეგვიპტეში დაიწყო პირამიდებისა და ფარაონთა სხვაგვარი მონუმენტური სამარხების შენების პირველი ეტაპი. თავად საფეხუროვანი პირამიდა არის მცირე ნაწილი ეგვიპტური პირამიდების კომპლექსებს შორის ყველაზე ვრცელი კომპლექსისა, რომელიც მრავალი საზეიმო შენობის, ნაგებობისა და გარდაცვლილთა საკულტო ეზოებისაგან შედგება. გირს-ელ-მუდირის სახელით ცნობილი ნაგებობის შემდეგ ჯოსერის პირამიდა ითვლება ეგვიპტეში დღემდე შემორჩენილ სიძველით მეორე შენობად, რომელიც თლილი ქვითაა ნაგები.

ჯოსერის პირამიდა საკარას ნეკროპოლის ცენტრალური ნაგებობაა და, როგორც მემფისის ნეკროპოლების ნაწილი, 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია მოხვედრილი.

Photographies by:
Statistics: Position
64
Statistics: Rank
982206

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
714265839Click/tap this sequence: 5117
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ჯოსერის პირამიდა ?

Booking.com

What can you do near ჯოსერის პირამიდა ?

9.002.476 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.867 visits today.