نهر النيل

( ნილოსი )

ნილოსი (არაბ. النيل‎ - ელ-ბაჰრ; ლათ. Nilus, ბერძნ.Neilos) — მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6 853 კილომეტრია. აუზის ფართობი - 2870 ათასი კმ2. ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში, შესართავთან წარმოქმნის საკმაოდ დიდ დელტას.

ნილოსის ჩრდილოეთი ნაწილი, სუდანიდან ეგვიპტეში გადასვლის შემდეგ, მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია. თანამედროვე ეგვიპტის ყველაზე დიდი ქალაქები სწორედ ნილოსის ამ ნაწილში მდებარეობს, ასუანის კაშხლის ჩრდილოეთით, ისტორიული, ძველი ეგვიპტის ძეგლების სიახლოვეს.

ძველი ეგვიპტელები ნილოსს იტერუს უწოდებდნენ, რაც „დიდ მდინარეს“ ნიშნავდა. (გამოსახულია იეროგლიფზე მარცხნივ)

Photographies by:
Fanny Schertzer - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
1367
Statistics: Rank
88827

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
381926745Click/tap this sequence: 6726

Google street view

Where can you sleep near ნილოსი ?

Booking.com
487.388 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 14 visits today.