Context of ტოკიო

ტოკიო (იაპონ. 東京) — იაპონიის 47 პრეფექტურიდან ერთ-ერთია და მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, რომელსაც ადრე ქალაქ ტოკიოს უწოდებდნენ, და რომელიც ასევე დიდი ტოკიოს აგლომერაციის შუაგულს წარმოადგენს. იგი წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკურ ცენტრს, მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო ქალაქი არაა, მას იაპონიის დედაქალაქად თვლიან და ის წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავრობისა და იმპერატორის სამყოფელს. ტოკიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 10%, ცხოვრობს. იგი დასახლებული იყო უხსოვარი დროიდან. თავდაპირველად სოფელი ედო, არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. უძველესი დროიდანვე იყო განვითარებული თევზჭერა. ქალაქი აგებულია დაბალ, ალუვიურ ვაკეზე. კლიმატი ზომიერია ზამთარში, ხოლო ზაფხულში ცხელი და ტენიანი. ადრეულ ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წვიამიანი სეზონი.

ტოკიო მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს კანტოს რეგიონში. ცენტრის კოორდინატებია 35°41'N, 139°46'E (35.68333, 139.7667), თუმცა მისი საზღვრები ვრცელდება წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიე...დაწვრილებით

ტოკიო (იაპონ. 東京) — იაპონიის 47 პრეფექტურიდან ერთ-ერთია და მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, რომელსაც ადრე ქალაქ ტოკიოს უწოდებდნენ, და რომელიც ასევე დიდი ტოკიოს აგლომერაციის შუაგულს წარმოადგენს. იგი წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკურ ცენტრს, მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო ქალაქი არაა, მას იაპონიის დედაქალაქად თვლიან და ის წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავრობისა და იმპერატორის სამყოფელს. ტოკიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 10%, ცხოვრობს. იგი დასახლებული იყო უხსოვარი დროიდან. თავდაპირველად სოფელი ედო, არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. უძველესი დროიდანვე იყო განვითარებული თევზჭერა. ქალაქი აგებულია დაბალ, ალუვიურ ვაკეზე. კლიმატი ზომიერია ზამთარში, ხოლო ზაფხულში ცხელი და ტენიანი. ადრეულ ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წვიამიანი სეზონი.

ტოკიო მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს კანტოს რეგიონში. ცენტრის კოორდინატებია 35°41'N, 139°46'E (35.68333, 139.7667), თუმცა მისი საზღვრები ვრცელდება წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთი ძირითადი მიწიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. ფართობი შეადგენს 2,187.08 კმ²-ს.

ტოკიო წარმოადგენს პოლიტიკურ, სამეწარმეო, საფინანსო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პოპ-კულტურის ცენტრს, იაპონიაში კორპორაციათა შტაბ-ბინების, ფინანსური ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, კოლეჯების, მუზეუმების, თეატრების, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა. ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და სხვა ბიზნეს სათავო ოფისები წარმოდგენილია ტოკიოს ცენტრალურ ნაწილში.

ტოკიოს ზოგადად მსოფლიოს ოთხ ყველაზე გავლენიან „გლობალურ ქალაქთა“ (ლონდონის, ნიუ-იორკისა და პარიზის გვერდით) შორის მოიხსენიებენ. ქალაქის მმართველობას ახორციელებს პრეფექტურული კრება, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა 4 წლის ვადით. კრებას მეთაურობს მოსახლეობის მიერ არჩეული გუბერნატორი (მერი). არჩევითი ორგანოს უფლებამოსილება ფორმალურად საკმაოდ ფართოა, ფაქტობრივად კი მის საქმიანობას კონტროლს უწევს ცენტრალური ხელისუფლება. ტოკიოს რაიონებში არის არჩევითი რაიონული კრებები. ქალაქის ერთ-ერთი დასაფასებელი თვისება ისაა, რომ მოსახლეობა სრულიად თავისუფალია და პატივს სცემს ნებისმიერი ერის, სარწმუნოების, ორიენტაციის წარმომადგენელს. თავად ქალაქის თინეიჯერებში კი გავრცელებულია ჰარაჯუკუ, რომელიც სწორედ აქ ჩაისახა და შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

Phrasebook

გამარჯობა
こんにちは
მსოფლიო
世界
Გამარჯობა მსოფლიო
こんにちは世界
Გმადლობთ
ありがとうございました
ნახვამდის
さようなら
დიახ
はい
არა
いいえ
Როგორ ხარ?
元気ですか?
Კარგი, მადლობა
よし、ありがとう
Რა ღირს?
いくらですか?
Ნული
ゼロ
ერთი
1

Where can you sleep near ტოკიო ?

Booking.com
522.292 visits in total, 9.230 Points of interest, 405 Destinations, 388 visits today.