შანხაი

Context of შანხაი

შანხაი (ჩინ.: 上海, Shànghǎi) — ჩინეთის უდიდესი ქალაქი. შანხაი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული, კომერციული, ფინანსური, ინდუსტრიული და საკომუნიკაციო ცენტრია. მდებარეობს მდინარე იანძისა და მისი მარჯვენა შენაკადის, ხუანხეს ნაპირებზე. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან 50 კმ. შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც პროვინციის დონის სტატუსი აქვს. შანხაიში მდებარეობს ასევე მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საზღვაო პორტი სინგაპურისა და როტერდამის შემდეგ. არის საავტომობილო და სარკინიგზო გზების კვანძი, განვითარებულია მრეწველობა. მოქმედებს განათლების და კულტურის დაწესებულებები. შემორჩენილია XVI-XIX საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები.

თავდაპირველად ერთი მიყრუებული მეთევზეთა სოფელი, შანხაი ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქი გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს იყო ჩინეთის პოპულარული კულტურის, ინტელექტუალური გაცვლისა და პოლიტიკური ინტრიგების ცენტრი. 1949 წლის შემდეგ ქალაქის ცხოვრების რიტმი შენელდა მთავრობის მიერ შემოღებული მძიმე გადასახადების გამო. 1992 წლიდან შანხაიმ სწრაფი განვითარება და...დაწვრილებით

შანხაი (ჩინ.: 上海, Shànghǎi) — ჩინეთის უდიდესი ქალაქი. შანხაი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული, კომერციული, ფინანსური, ინდუსტრიული და საკომუნიკაციო ცენტრია. მდებარეობს მდინარე იანძისა და მისი მარჯვენა შენაკადის, ხუანხეს ნაპირებზე. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან 50 კმ. შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც პროვინციის დონის სტატუსი აქვს. შანხაიში მდებარეობს ასევე მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საზღვაო პორტი სინგაპურისა და როტერდამის შემდეგ. არის საავტომობილო და სარკინიგზო გზების კვანძი, განვითარებულია მრეწველობა. მოქმედებს განათლების და კულტურის დაწესებულებები. შემორჩენილია XVI-XIX საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები.

თავდაპირველად ერთი მიყრუებული მეთევზეთა სოფელი, შანხაი ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქი გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს იყო ჩინეთის პოპულარული კულტურის, ინტელექტუალური გაცვლისა და პოლიტიკური ინტრიგების ცენტრი. 1949 წლის შემდეგ ქალაქის ცხოვრების რიტმი შენელდა მთავრობის მიერ შემოღებული მძიმე გადასახადების გამო. 1992 წლიდან შანხაიმ სწრაფი განვითარება დაიწყო და მალევე გაასწრო შენჟენსა და გუანჯჟოუს და გახდა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ფორპოსტი.

Where can you sleep near შანხაი ?

Booking.com
248.718 visits in total, 7.959 Points of interest, 351 Destinations, 187 visits today.