Россия

რუსეთი
Ninara from Helsinki, Finland - CC BY 2.0 w:en:User:Saaska - Copyrighted free use Отачкин А.Е - Public domain Игорь Шпиленок - CC BY-SA 3.0 Апарин Алексей (Заводской) - CC BY-SA 4.0 VasilyevaED - CC BY-SA 4.0 musatych - CC BY-SA 3.0 Author: Stanislaw Pokrowski - CC BY-SA 3.0 User:MatthiasKabel - CC BY-SA 3.0 sanil - CC0 - Public domain Sorovas - CC BY-SA 3.0 Samantha Cristoforetti - CC BY 2.0 VasilyevaED - CC BY-SA 4.0 User:MatthiasKabel - CC BY-SA 3.0 Денис Пономарев - CC BY-SA 4.0 Тимур Агиров - CC BY-SA 4.0 NASA Earth Observatory images by Jesse Allen, using Landsat data from the U.S. Geological Survey. - Public domain kuhnmi - CC BY 2.0 Shtelmochka - CC BY 4.0 Игорь Шпиленок - CC BY-SA 3.0 Николай Гернет - CC BY-SA 4.0 - Public domain An2nv - CC BY-SA 4.0 Sorovas - CC BY-SA 3.0 HiperBoreus - CC BY-SA 3.0 M.Dirgėla - CC BY-SA 3.0 Tamten at cs.wikipedia - Public domain Azmanova Natalia - CC BY-SA 4.0 Sorovas - CC BY-SA 3.0 Денис Пономарев - CC BY-SA 4.0 AndrianovaNatalia - CC BY-SA 3.0 Robert Nunn from London, UK - CC BY-SA 2.0 Vadim Tolbatov - CC BY-SA 4.0 Денис Пономарев - CC BY-SA 4.0 Тимур Агиров - CC BY-SA 4.0 Ninara from Helsinki, Finland - CC BY 2.0 Museum of Soviet Arcade Machines - CC BY-SA 4.0 Станислав Шинкаренко - CC BY-SA 4.0 Ahsartag - Public domain Отачкин А.Е - Public domain sanil - CC0 Апарин Алексей (Заводской) - CC BY-SA 4.0 Shtelmochka - CC BY 4.0 Florstein (Telegram:WikiPhoto.Space) - CC BY-SA 4.0 Sorovas - CC BY-SA 3.0 Sergey Ashmarin - CC BY-SA 3.0 Nakh - Public domain Сергей Ковалев - CC BY-SA 4.0 Art-and-Air - CC BY-SA 3.0 kuhnmi - CC BY 2.0 Azmanova Natalia - CC BY-SA 4.0 SiefkinDR - CC BY-SA 3.0 Florstein (Telegram:WikiPhoto.Space) - CC BY-SA 4.0 Витольд Муратов - CC BY-SA 3.0 OlgaChuma Ольга Чумаченко - CC BY-SA 3.0 Original uploader was Buzava at en.wikipedia - Public domain Ratigan at French Wikipedia - CC BY-SA 3.0 Terlo13 - Public domain Azmanova Natalia - CC BY-SA 4.0 No images

Context of რუსეთი

რუსეთი (რუს. Россия), ოფიციალური სახელია რუსეთის ფედერაცია (რუს. Российская Федерация) — ევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება: ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.

რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17 075 400 კმ²-ს. რაც შეეხება მოსახლეობას რუსეთს მსოფლიოში მე...დაწვრილებით

რუსეთი (რუს. Россия), ოფიციალური სახელია რუსეთის ფედერაცია (რუს. Российская Федерация) — ევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება: ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.

რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17 075 400 კმ²-ს. რაც შეეხება მოსახლეობას რუსეთს მსოფლიოში მეცხრე ადგილი უკავია, მისი მოსახლეობა შეადგენს 142 მილიონ ადამიანს. რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აზიაში მდებარეობს, ხოლო ტერიტორიის 40 % ევროპულია, ქვეყანა მოქცეულია 11 დროის სარტყელში. რუსეთი მსოფლიოში გამოირჩევა, თავისი მინერალური და ენერგეტიკული რესურსების სიუხვით.

რუსები აღმოსავლელ სლავებს მიეკუთვნებიან. რუსეთის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, პირველი ძლიერი რუსული სახელმწიფო იყო კიევის რუსეთი, ამ ქვეყნის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ვიკინგებს, გადმოცემით სლავურ ტომებებს ქვეყნის სამართავად სწორედ ვიკინგები მიუწვევიათ. 9 საუკუნეში რუსეთში ფართოდ ვრცელდება მართლმადიდებლური ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა რუსეთში ბიზანტიის იმპერიიდან შედის 988 წელს. ბიზანტიურმა და სლაურმა კულტურებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს რუსეთზე, სწორედ ამ გზით ჩამოყალიბდა სრულიად დამოუკიდებელი რუსული კულტურა. კიევის რუსეთის დაშლის შემდეგ, ქვეყანა წარმოადგენს დამოუკიდებელ სამთავროებს. რუსეთში უკვე ფართოდ იკიდებს ფეხს ფეოდალიზმი.

დაშლილი რუსული სახელმწიფოს პერიოდში, ძლიერდება მოსკოვი, მოსკოვი უკვე თავისუფლდება ოქროს ურდოს ბატონობისგან. გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა. რუსეთი ფართოვდება საზღვრებში, შეიქმნა ახალი სახელმწიფო რუსეთის სამეფო, რომელიც პეტრე დიდის დროს უკვე იმპერიად გამოცხადდა. რუსეთმა მოახერხა მრავალი ქვეყნის ანექსირება და დაპყრობა. დაპყრობილ ტერიტორიებზე სპეციალური კოლონიური პოლიტიკა ტარდებოდა. რუსეთის შემადგენლობაში იყო ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებიც, კერძოდ რუსული ალასკა.

იმპერიის დამხობის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი, რომელშიც უკვე მოგვიანებით 15 რესპუბლიკა გაერთიანდა. სსრკ აგრძელებდა იმპერიულ პოლიტიკას. აქედან ხდებოდა სოციალიზმის და კომუნიზმის პროპაგანდირება მთელ მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომმა. რუსეთზე უდიდესი გავლენა იქონია. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. რუსეთს თავდაპირველად მრავალი სირთულე და პრობლემა ჰქონდა, თავდათანობით რუსეთის ეკონომიკამ განვითარება დაიწყო, მას ამჟამად მსოფლიოში ეკონომიკის თვალსაზრისით მერვე ადგილი უკავია.

რუსეთი მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრია, მათგან აღსანიშნავია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა, რუსეთი ასევე გაერთიანებულია G8-ში და G20-ში. რუსეთი არის ევროპის საბჭოს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციების წევრი ქვეყანა.

Where can you sleep near რუსეთი ?

Booking.com
8.837.659 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 5.113 visits today.