Ключевская Сопка

( კლიუჩევსკაია-სოპკა )

კლიუჩევსკაია-სოპკა (რუს. Ключевская Сопка) — მოქმედი სტრატოვულკანი რუსეთში, კამჩატკის აღმოსავლეთ ნაწილში. უმაღლესი (4750 მ) და ყველაზე აქტიურად მოქმედი ვულკანი ევრაზიაში. აქვს სწორი კონუსი, რომლის კრატერი მუდმივად ბოლავს. ვულკანის ძირთან 70 გვერდითი კონუსი, გუმბათი და კრატერია. ვულკანის ასაკი განისაზღვრება 7000 წლით.

აგებულია ბაზალტური და ნაწილობრივ ანდეზიტური ლავებით.

270 წლის მანძილზე აღინიშნა 50-ზე მეტი ძლიერი ამოფრქვევა. ახასიათებს აქტიური ფუმაროლები და სოლფატარები. მწვერვალზე მუდმივი თოვლი და მყინვარებია. კრატერში ხშირია აფეთქებები, რომელსაც მოყვება ყუმბარებისა და ფერფლის ამოტყორცნა. 2004–2005 წწ. ამოფრქვევის შედეგად ამოსულმა ფერფლმა რეკორდულ ნინშულს მიაღწია — 8000 მ-ს. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2009 წელს. არსებობს ცნობა ვულკანის სიმაღლის ზრდასთან დაკავშირებით, რაც ვულკანის აქტიურობით არის განპირობებული.

კლიუჩევსკაია-სოპკასთან ახლოს მდებარეობს ასევე აქტიური ვულკანი შიველუჩი.

ითვლება, რომ თანამედროვე დროში კლიუჩევსკ...დაწვრილებით

ითვლება, რომ თანამედროვე დროში კლიუჩევსკაია-სოპკა აქტიურობით მეორე ვულკანია კილაუეას შემდეგ (ჰავაის კუნძულები). თანადროული ამოფრქვევა ფაქტობრივად იწყება 1983 წლიდან. ხელახლა გააქტიურდა 2009 წლიდან.

კლიუჩევსკაია-სოპკას ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირდა სხვადასხვა დროში, სახელდობრ: 1737, 1932, 1938, 1944–1945, 1946, 1951, 1953, 1956, 1966, 1980, 1983, 1984, 1987, 1988-1989, 1993, 1994, 2002, 2004–2005, 2008 წწ.

კლიუჩევსკაია-სოპკას ძირას, დაბა კლიუჩიში, მდებარეობს ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი.

Photographies by:
Tamten at cs.wikipedia - Public domain
Statistics: Position
2033
Statistics: Rank
61260

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
749683251Click/tap this sequence: 3572

Google street view

Where can you sleep near კლიუჩევსკაია-სოპკა ?

Booking.com
489.287 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 114 visits today.