ალპები

Plattens - CC BY-SA 3.0 Ponti michele - CC BY-SA 4.0 P. Calcidese–Fondazione C. Fillietroz, ONLUS/ESO - CC BY 4.0 Fausto Zambra - CC BY-SA 4.0 This Photo was taken by Wolfgang Moroder. Feel free to use my photos, but please mention me - CC BY-SA 4.0 Patrick Nouhailler - CC BY-SA 2.0 Julius_Silver - CC0 Lorenz Poffet - CC BY-SA 4.0 Ikiwaner - CC BY-SA 3.0 Kecko - CC BY 2.0 Lars Haefner - CC BY-SA 3.0 Manfred Heyde - CC BY-SA 3.0 Bonneval sur arc - CC BY-SA 4.0 FkMohr, Fotografin Supakon Mohr - CC BY-SA 3.0 de Bernard Vogel - CC BY-SA 4.0 Arne Müseler - CC BY-SA 3.0 de kallerna - CC BY-SA 4.0 Rino Porrovecchio from Palermo, Italy - CC BY-SA 2.0 Kecko - CC BY 2.0 Original uploader was Seval at it.wikipedia. The original uploader was Attilios at English Wikipedia - CC BY-SA 3.0 Christian David - CC BY-SA 4.0 Poschi - CC BY-SA 3.0 Andrey Chizhov - CC BY-SA 4.0 Dianelos Georgoudis - CC BY-SA 3.0 Pavel Špindler - CC BY 3.0 ChrisE - Public domain Martingarten - CC BY-SA 3.0 Dennis G. Jarvis - CC BY-SA 2.0 Aconcagua - CC BY-SA 3.0 Kecko - CC BY 2.0 Kecko - CC BY 2.0 dconvertini - CC BY-SA 2.0 Kabu96 - CC BY-SA 4.0 Fausto Zambra - CC BY-SA 4.0 sanil - CC0 Dagmar Dinkelacker - CC BY-SA 3.0 Feel free to use my photos, but please mention me as the author and if you want send me a message. - CC BY-SA 3.0 at Fausto Zambra - CC BY-SA 4.0 No machine-readable author provided. Gakuro assumed (based on copyright claims). - CC BY-SA 3.0 FkMohr, Fotografin Supakon Mohr - CC BY-SA 3.0 de Memorator - CC BY-SA 2.5 ZachT - Public domain Stiftsbibliothek St. Gallen - CC BY-SA 3.0 Bernard Vogel - CC BY-SA 4.0 Kraftwerke Oberhasli AG - CC BY-SA 3.0 de Fausto Zambra - CC BY-SA 4.0 User:Sunbeam - CC BY-SA 3.0 seier+seier - CC BY 2.0 ZoRRo79 - CC BY 2.0 Wikifrédéric - CC BY-SA 3.0 No images

Context of ალპები

ალპები, ალპის მთები (გერმ. Alpen; იტალ. Alpi; ფრანგ. Alpes; ბერძ. Αλπεις, ტრანსლიტ. Alpeis; ოქსიტ. Aups/Alps; რეტორმ. Alps; სლოვენ. Alpe) — ერთ-ერთი უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდე. ალპების გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს 8 სახელმწიფოს ტერიტორია, ესენია: საფრანგეთი, მონაკო, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, გერმანია, ავსტრია და სლოვენია. ალპები გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, სიგანე 50-260 კმ. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 4808 მ (მონბლანი, დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი). ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207,000 კმ².

ალპები დასავლეთი ევროპის ცენტრალური ნაწილის მაღალმთიანი ოლქია. იგი თავისი თოვლითა და ყინულებით კვებავს დასავლეთი ევროპის მრავალ დიდ მდინარეს და მათ შე...დაწვრილებით

ალპები, ალპის მთები (გერმ. Alpen; იტალ. Alpi; ფრანგ. Alpes; ბერძ. Αλπεις, ტრანსლიტ. Alpeis; ოქსიტ. Aups/Alps; რეტორმ. Alps; სლოვენ. Alpe) — ერთ-ერთი უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდე. ალპების გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს 8 სახელმწიფოს ტერიტორია, ესენია: საფრანგეთი, მონაკო, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, გერმანია, ავსტრია და სლოვენია. ალპები გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, სიგანე 50-260 კმ. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 4808 მ (მონბლანი, დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი). ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207,000 კმ².

ალპები დასავლეთი ევროპის ცენტრალური ნაწილის მაღალმთიანი ოლქია. იგი თავისი თოვლითა და ყინულებით კვებავს დასავლეთი ევროპის მრავალ დიდ მდინარეს და მათ შენაკადებს, დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და თანაც ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება. განსაკუთრებით გამორჩეულია ალპების გეოლოგიური აგებულების განსაკუთრებული სირთულე და მთების რელიეფის ფორმები. მთების მნიშვნელოვანი საერთო სიმაღლე, მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, განსაზღვრავს ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას. ამ თვისებების მიხედვით, ალპები გამოიყოფა როგორც ევროპის, განსაკუთრებით, დიდი ფიზიკურ გეოგრაფიული ოლქი.

ალპები ქმნიან მძლავრ ერთიან მთის რკალს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გენუის უბის ნაპირთან იწყება; აქ, შევიწროებულ და დადაბლებულ რაიონში, ერთმანეთს ხვდება ორი მაღალმთიანი მთის სისტემა: ალპები და აპენინები. აქედან ალპები ჯერ სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიემართება, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, სადაც თავისი სილამაზით ცნობილი საფრანგეთის რივიერა მდებარეობს, შემდეგ კი მკვეთრად იღუნება ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთისაკენ. ეს რაიონი ცნობილია ზღვისპირა ალპების სახელწოდებით. შემდეგ ჩრდილოეთისაკენ, მაღალმთიანი ზონა, შესამჩნევად მაღლდება და ფართოვდება; მატულობს როგორც მთების სიმაღლე, აგრეთვე ბუმბერაზი მასივებისა და მწვერვალების, თოვლიანი, მძლავრი მყინვარებით დაფარული გოლიათების რიცხვი.

ალპების, პირენეების და კარპატების მთიანი სისტემა, ევროპისათვის პირობით საზღვარს ქმნის თბილ სამხრეთსა და ცივ ჩრდილოეთს შორის.

Where can you sleep near ალპები ?

Booking.com
8.843.637 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 5.093 visits today.