ბორჯომი

ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 10 546 ადამიანი (2014 წ.). ბორჯომში არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, განათლების და კულტურის დაწესებულებები.

ისტორია
 
ეკატერინეს წყარო ბორჯომის პარკში
ზვიად ავალიანის ფოტო

ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I საუკუნის თლილი ქვით ნაგები აბაზანის ნაშთები. სავარაუდოდ, ბორჯომის მინერალურ წყალს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ. XVI-XVIII საუკუნეებში ბორჯომის ხეობაზე ოსმალეთის გამუდმებულმა თავდასხმებმა ეს მხარე გააპარტახა და მინერალური წყლების არსებობა დავიწყებას მიეცა. ამ პერიოდში ბორჯომის ტერიტორიაზე იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი (სოფელ ანდრიაწმინდის ახლოს). ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ლტოლვილ მოსახლეობას. სხვა ვერსიით ამ პუნქტს ბორჯომი უნდა დარქმეოდა ურავლის ხეობის სოფლისა და სოფელ ნუის წყლების თვისებათა მსგავსების გამო.

წყაროებში სახელი ბორჯომი პირველად XIX საუკუნეში იხსენიება. მისი დაარსება განაპირობა მინერალური წყლების ხელახლა აღმოჩენამ. XIX საუკუნის დასაყისში ამჟამინდელი ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე მიაგნეს მინერალური წყლის ორ საბადოს. იქვე ააშენეს სახლები და სწორედ ამ დასახლებას დაერქვა ბორჯომი. ტერიტორია ეკუთვნოდა ავალიშვილებს. 1871 წელს ბორჯომი გადაეცა კავკასიის მეფისნაცვალს მიხეილ რომანოვს. რომანოვისთვის მდინარე მტკვირს მარცხენა ნაპირზე ააშენეს ორსართულიანი სასახლე. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. 1892-1895 წლებში ლიკანში აშენდა სასახლის კომპლექსი და მოეწყო დიდი პარკი (არქ. ლ. ბენუა). 1894 წელს გაიყვანეს ხაშური-ბორჯომის რკინიგზის ხაზი. 1898 წელს ამუშავდა ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური. XIX საუკუნის დამლვეს ბორჯომში უკვე რამდენიმე საწარმო იყო. 1902 წელს დასრულდა ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობა. ქალაქის სტატუსი მიიღო 1918 წელს. 1920 წელს ქალაქის თავად არჩეულ იქნა ვიქტორ ღლონტი.[1]

1930 წლიდან გახდა ბორჯომის რაიონის ცენტრი. 1935-1938 წლებში აშენდა პროფკავშირების სანატორიუმების კომპლექსები. 1965 წელს გაყვანილ იქნა ბორჯომის მაღისა და პლატოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა (არქ. გ. ჩაჩანიძე). 1972 წელს აშენდა რკინიგზის სადგური (არქ. გ. მოძმანიშვილი). 1976 წელს რომანოვის დამწვარი სასახლის ადგილზე აშენდა 14 სართულიანი 500-ადგილიანი სანატორიუმი (არქ. ი. ზაალიშვილი). საბჭოთა პერიოდში ბორჯომში მოქმედებდა წყლის ჩამომსხმელი საწარმოთა გაერთიანება „ბორჯომი“, შუშის ტარისა და პურის ქარხნები, ხორცკომბინატი.

გურიის ერობის მოამბე N2 — გვ. 3 — 7 იანვარი 1920
Photographies by:
Statistics: Position
2858
Statistics: Rank
41861

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
456723981Click/tap this sequence: 4316

Google street view

Where can you sleep near ბორჯომი ?

Booking.com
489.955 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 4 visits today.