Bergen

( ბერგენი )

ბერგენი (ნორვ. Bergen) — ფიულკე ჰორდალანის დედაქალაქი და ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქია. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, მიდტჰორლანის რეგიონში. იკავებს ბერგენის ნახევარკუნძულს და ზღვიდან დაცულია კუნძულებით: ასკეით, ჰოლსნეითა და სუტრით.

დაარსდა დაახლოებით 1070 წელს. შუა საუკუნეებში იყო ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი. დაახლოებით 1350 წელს ჰანზის ვაჭრებმა ბერგენში დააარსეს თავიანთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ე. წ. „გერმანული ხიდი“ (Tyske bryggun) და XV საუკუნეში მთლიანად დაეუფლნენ ქალაქს. 1559 წელს ჰანზამ დაკარგა პრივილეგიები და 1630 წელს ბერგენი საბოლოოდ გადავიდა ნორვეგიელთა ხელში. 1755 წელს გაიყიდა ჰანზის უკანასკნელი ნაგებობები. 1940 წლის 9 აპრილიდან 1945 წლის 8 მაისამდე ბერგენი ოკუპირებული იყო ნაცისტური გერმანიის მიერ.

1299 წლამდე ნორვეგიის დედაქალაქი, ხოლო 1830 წლამდე კი ქვეყნის უდიდესი ქალაქი იყო. დღესდღეობით ქალაქი უმსხვილესი საპორტო და ნავთობსამრეწველო ცენტრია. ქალაქში არის უნივე...დაწვრილებით

ბერგენი (ნორვ. Bergen) — ფიულკე ჰორდალანის დედაქალაქი და ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქია. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, მიდტჰორლანის რეგიონში. იკავებს ბერგენის ნახევარკუნძულს და ზღვიდან დაცულია კუნძულებით: ასკეით, ჰოლსნეითა და სუტრით.

დაარსდა დაახლოებით 1070 წელს. შუა საუკუნეებში იყო ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი. დაახლოებით 1350 წელს ჰანზის ვაჭრებმა ბერგენში დააარსეს თავიანთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ე. წ. „გერმანული ხიდი“ (Tyske bryggun) და XV საუკუნეში მთლიანად დაეუფლნენ ქალაქს. 1559 წელს ჰანზამ დაკარგა პრივილეგიები და 1630 წელს ბერგენი საბოლოოდ გადავიდა ნორვეგიელთა ხელში. 1755 წელს გაიყიდა ჰანზის უკანასკნელი ნაგებობები. 1940 წლის 9 აპრილიდან 1945 წლის 8 მაისამდე ბერგენი ოკუპირებული იყო ნაცისტური გერმანიის მიერ.

1299 წლამდე ნორვეგიის დედაქალაქი, ხოლო 1830 წლამდე კი ქვეყნის უდიდესი ქალაქი იყო. დღესდღეობით ქალაქი უმსხვილესი საპორტო და ნავთობსამრეწველო ცენტრია. ქალაქში არის უნივერსიტეტი. ბერგენის შუასაუკუნეების დროინდელი სანაპირო ზოლი იუნესკოს მსოფლიო ფონდის მემკვიდრეობის ნაწილია. 2000 წელს ბერგენი ევროპის ერთ-ერთ კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.

Photographies by:
Guywestern - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
2746
Statistics: Rank
108226

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
542781369Click/tap this sequence: 3635
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ბერგენი ?

Booking.com
8.716.693 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.831 visits today.