Bardejov

( ბარდეიოვი )

ბარდეინოვი (სლოვაკ. Bardejov, გერმ. Bartfeld, უნგრ. Bártfa, პოლ. Bardejów) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ სლოვაკეთში, შარიშის რეგიონში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 33 020 ადამიანს შეადგენს. სპა ქალაქი. რომელიც პირველად 1241 წელს იხსენიება, მის თითქმის ხელუხლებელ შუა საუკუნეების ცენტრში ინახავს მრავალრიცხოვან კულტურულ მონუმენტს. 2000 წელს ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

ქალაქის სახელწოდება მოდის უნგრული სიტყვიდან "bárd", (თიბვა, ჩეხვა) რაც აღნიშნავს ტყის იმ ტერიტორიას, რაც ერთ კაცს შეუძლია ერთ დღეში გაჩეხოს.

თანამედროვე ბარდეინოვის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ქვის ხანიდან. მაშინ როდესაც მისი პირველადი წერილობითი მოხსენიება 1240-იან წლებს მიეკუთვნება, როდესაც აქაურმა ბერმა მეფე ბელა IV-სთან იჩივლა ქალაქის საზღვრებთან დაკავშირებულ იმ ძალადობაზე, რასაც მეორე ქალაქი პრეშოვიდან ჰქონდა ადგილი. ამ დროისათვის, აქ უკვე არსებობდა წმინდა ეგიდის ეკლესია. XIV საუკუნეში გალაქი საგულდაგულოდ გაამაგრეს, სწო...დაწვრილებით

ბარდეინოვი (სლოვაკ. Bardejov, გერმ. Bartfeld, უნგრ. Bártfa, პოლ. Bardejów) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ სლოვაკეთში, შარიშის რეგიონში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 33 020 ადამიანს შეადგენს. სპა ქალაქი. რომელიც პირველად 1241 წელს იხსენიება, მის თითქმის ხელუხლებელ შუა საუკუნეების ცენტრში ინახავს მრავალრიცხოვან კულტურულ მონუმენტს. 2000 წელს ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

ქალაქის სახელწოდება მოდის უნგრული სიტყვიდან "bárd", (თიბვა, ჩეხვა) რაც აღნიშნავს ტყის იმ ტერიტორიას, რაც ერთ კაცს შეუძლია ერთ დღეში გაჩეხოს.

თანამედროვე ბარდეინოვის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ქვის ხანიდან. მაშინ როდესაც მისი პირველადი წერილობითი მოხსენიება 1240-იან წლებს მიეკუთვნება, როდესაც აქაურმა ბერმა მეფე ბელა IV-სთან იჩივლა ქალაქის საზღვრებთან დაკავშირებულ იმ ძალადობაზე, რასაც მეორე ქალაქი პრეშოვიდან ჰქონდა ადგილი. ამ დროისათვის, აქ უკვე არსებობდა წმინდა ეგიდის ეკლესია. XIV საუკუნეში გალაქი საგულდაგულოდ გაამაგრეს, სწორედ ამ პერიოდში ის პოლონეთთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. აყვავებულ ეკონომიკას 50-ზე მეტი საამქრო (გილდია) აკონტროლებდა. 1376 წელს, ბარდეინოვმა სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო, მოგვიანებით კი თავისუფალი სამეფო ქალაქი გახდა. ქალაქის ოქროს ხანა XVI საუკუნეში დასრულდა, როდესაც რამდენიმე ომმა, პანდემიამ და სხვა უბედურებებმა მისი ეკონომიკა გაანადგურა.

Photographies by:
Statistics: Position
2957
Statistics: Rank
40420

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
289715634Click/tap this sequence: 3419

Google street view

Where can you sleep near ბარდეიოვი ?

Booking.com

What can you do near ბარდეიოვი ?

487.402 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 28 visits today.