ანურადჰაპურა

ანურადჰაპურა (სინჰალ. අනුරාධපුරය, ტამილ. அனுராதபுரம்) — ქალაქი შრი-ლანკაში. ჩრდილო–ცენტრალური პროვინციის დედაქალაქი. განლაგებულია მდინარე არუვას სანაპიროზე. 2011 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 63 ათას მცხოვრებს. ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია. ცნობილია ლანკანის უძველესი ცივილიზაციის ნაშთებით. მდებარეობს ამჟამინდელ დედაქალაქ კოლომბოდან 205 კმ-ით ჩრდილოეთით.

ანურადჰაპურა შრი-ლანკის დედაქალაქი იყო ძვ. წ. IV საუკუნიდან ახ. წ. XI საუკუნემდე. ამ დროის განმავლობაში, ის მთელს სამხრეთ აზიაში პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ, მტკიცე ურბანული ცხოვრების ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქი შედგება ორი ნაწილისაგან ე.წ. " ძველი ქალაქის" (ინგლ. Old City), სადაც განლაგებულია არქეოლოგიური ზონა და რამდენიმე დიდი ტაძარი და მდინარისგან გამოყოფილი ე.წ. "ახალი ქალაქისაგან", რომელშიც მდებარეობს საცხოვრებელი კვარტლები და ტურისტული ზონა. 1950–ან წლებში ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის ახალ ქალაქში გადასახლების შესახებ, არქეოლოგიური ძეგლების დაცვის მიზნით. დღეისათვის,...დაწვრილებით

ანურადჰაპურა (სინჰალ. අනුරාධපුරය, ტამილ. அனுராதபுரம்) — ქალაქი შრი-ლანკაში. ჩრდილო–ცენტრალური პროვინციის დედაქალაქი. განლაგებულია მდინარე არუვას სანაპიროზე. 2011 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 63 ათას მცხოვრებს. ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია. ცნობილია ლანკანის უძველესი ცივილიზაციის ნაშთებით. მდებარეობს ამჟამინდელ დედაქალაქ კოლომბოდან 205 კმ-ით ჩრდილოეთით.

ანურადჰაპურა შრი-ლანკის დედაქალაქი იყო ძვ. წ. IV საუკუნიდან ახ. წ. XI საუკუნემდე. ამ დროის განმავლობაში, ის მთელს სამხრეთ აზიაში პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ, მტკიცე ურბანული ცხოვრების ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქი შედგება ორი ნაწილისაგან ე.წ. " ძველი ქალაქის" (ინგლ. Old City), სადაც განლაგებულია არქეოლოგიური ზონა და რამდენიმე დიდი ტაძარი და მდინარისგან გამოყოფილი ე.წ. "ახალი ქალაქისაგან", რომელშიც მდებარეობს საცხოვრებელი კვარტლები და ტურისტული ზონა. 1950–ან წლებში ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის ახალ ქალაქში გადასახლების შესახებ, არქეოლოგიური ძეგლების დაცვის მიზნით. დღეისათვის, ქალაქი მთელი მსოფლიოს ბუდისტებისთვის წმინდა ადგილად ითვლება. გარს უამრავი ბუდისტური მონასტერი აკრავს, რომლებიც 40 კმ² ტერიტორიას იკავებენ.

Photographies by:
Statistics: Position
1101
Statistics: Rank
189974

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
437521968Click/tap this sequence: 2246
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ანურადჰაპურა ?

Booking.com

What can you do near ანურადჰაპურა ?

8.747.522 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 482 visits today.