შრი-ლანკა

შრი-ლანკა, ოფიციალურად შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა ( სინჰალურზე / இலங்கை ტამილურზე) (ცნობილი როგორც ცეილონი 1972-მდე) — ტროპიკული კუნძული-ქვეყანაა ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახ. 31 კმ-ში. სტრატეგიული პოზიცია უჭირავს ინდოეთის ოკეანეში სავაჭრო გზებზე შორეულ აღმოსავლეთსა, აფრიკასა და ევროპას შორის. დედაქალაქია შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე.

ქვეყანა იყოს ბრიტანეთის სამეფო კოლონია ერთ საუკუნეზე მეტ ხანს; დამოუკიდებლობა მოიპოვა 1948 წლის 4 თებერვალს და ამჟამად დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკაა ლინგვისტურად და რელიგიურად მრავალფეროვანი მოსახლეობით.

ისტორია
 
სიგირიია, უძველესი კლდეში ნაკვეთი ციხესიმაგრე.

შრი-ლანკის ტერიტორია დასახლებული იყო პალეოლითის ეპოქაში. ინდოეთთან ტერიტორიულმა სიახლოვემ ძლიერი გავლენა იქონია კუნძულის მოსახლეობის ისტორიულ განვითარებაზე. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში შრი-ლანკაზე პირველი მონათმფლობელური სახელმწიფოები წარმოიქმნა. XV საუკუნეში კუნძულზე წარმოიქმნა სამი დიდი სახელმწიფო: სინჰალური - კოტე (დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით) და კანდი (ცენტრალურ ოლქებში), ტამილური - ჯაფნა (ჩრდილოეთით). შრი-ლანკის პოლიტიკურმა დაქუცმაცებულობამ და ეკონომიკურმა სისუსტემ ევროპელებს კუნძულის დაპყრობა გაუადვილა. 1517 წელს შრი-ლანკის სანაპირო ნაწილი პორტუგალიელებმა დაიპყრეს, 1658 წელს ჰოლანდიელებმა. 1795-1796 წლებში ინგლისმა კუნძულიდან განდევნა ჰოლანდიის ჯარები. 1815 წელს კანდის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოსპობის შემდეგ მთელი შრი-ლანკა ბრიტანეთის კოლონიად იქცა. 1796, 1818, 1848 წლებში შრი-ლანკელებმა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ აჯანყებები მოაწყვეს. XX საუკუნის დასაწყისში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა სინჰალისა და ტამილის ბურჟუაზია, რომელმაც 1919 წელს შექმნა პირველი პოლიტიკური პარტია - ცეილონის ეროვნული კონგრესი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდამ ბრიტანეთი აიძულა 1948 წლის 4 თებერვალს შრი-ლანკასათვის დომინიონის სტატუსი მიენიჭებინა. 1955 წელს შრი-ლანკა გაეროს წევრი გახდა.

Photographies by:
Statistics: Position
907
Statistics: Rank
226662

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
817345692Click/tap this sequence: 9169
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near შრი-ლანკა ?

Booking.com

What can you do near შრი-ლანკა ?

8.711.865 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 9.363 visits today.