جبال هقار

( აჰაგარი )

აჰაგარი, აჰაგარის მთიანეთი (არაბ. جبال هقار) — მთის მასივი ცენტრალურ საჰარაში, ალჟირში. შედგება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმული ბრტყელმწვერვალებიანი საფეხურებისებრი ქედებისაგან, რომელთა საშუალო სიმაღლეა 800 მ და ბაზალტური პლატოებისაგან, რომელთა საშუალო სიმაღლეა 2000 მ და რომელზედაც აღმართულია ვულკანური კონუსები, რომელთა შორის გამოიყოფა მწვერვალი თაჰათი (2918 მ). აჰაგარი საფუძველში აგებულია კემბრიუმამდელი ქანებით, კერძოდ გრანიტებით, გნაისებითა და ფიქლებით, რომლებთანაც დაკავშირებულია ურანის, პლატინის, ალმასის, ნიკელისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულების ბუდობები. ჩრდილოეთიდან და სამხრეთისაკენ მთიანეთი შემოსაზღვრულია პალეოზოური ასაკის ქვიშაქვებიანი კუესტებით (ტასილი). კლიმატი მთა-უდაბნოს ტიპისაა, მწვერვალებზე ზამთარში იცის თოვლი. ნალექები 100 მმ-ზე ნაკლები წელიწადში. მუდმივი ზედაპირული ჩამონადენი მხოლოდ უადების ზემოთებშია, სადაც არის მეტად ხშირი ბალახოვანი საფარველი, გვხვდება ცალკეული ხეები და კორომები, მათ შორის კვიპაროზი, მირტი, პალმები, აკაცია....დაწვრილებით

აჰაგარი, აჰაგარის მთიანეთი (არაბ. جبال هقار) — მთის მასივი ცენტრალურ საჰარაში, ალჟირში. შედგება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმული ბრტყელმწვერვალებიანი საფეხურებისებრი ქედებისაგან, რომელთა საშუალო სიმაღლეა 800 მ და ბაზალტური პლატოებისაგან, რომელთა საშუალო სიმაღლეა 2000 მ და რომელზედაც აღმართულია ვულკანური კონუსები, რომელთა შორის გამოიყოფა მწვერვალი თაჰათი (2918 მ). აჰაგარი საფუძველში აგებულია კემბრიუმამდელი ქანებით, კერძოდ გრანიტებით, გნაისებითა და ფიქლებით, რომლებთანაც დაკავშირებულია ურანის, პლატინის, ალმასის, ნიკელისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულების ბუდობები. ჩრდილოეთიდან და სამხრეთისაკენ მთიანეთი შემოსაზღვრულია პალეოზოური ასაკის ქვიშაქვებიანი კუესტებით (ტასილი). კლიმატი მთა-უდაბნოს ტიპისაა, მწვერვალებზე ზამთარში იცის თოვლი. ნალექები 100 მმ-ზე ნაკლები წელიწადში. მუდმივი ზედაპირული ჩამონადენი მხოლოდ უადების ზემოთებშია, სადაც არის მეტად ხშირი ბალახოვანი საფარველი, გვხვდება ცალკეული ხეები და კორომები, მათ შორის კვიპაროზი, მირტი, პალმები, აკაცია. აჰაგარში ბინადრობს მუფლონი, გეპარდი, ლომი. ძირითადად მომთაბარე მოსახლეობა მეტწილად მისდევს მესაქონლეობას. 1500 მ სიმაღლემდე იშვიათ ოაზისებში განვითარებულია მიწათმოქმედება.

Photographies by:
Statistics: Position
1010
Statistics: Rank
210326

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
139527468Click/tap this sequence: 6945
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near აჰაგარი ?

Booking.com
9.001.983 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.138 visits today.