ვერიოვკინის მღვიმე

ვერიოვკინის მღვიმე — მსოფლიოს უღრმესი კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის რაიონში. მდებარეობს არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2309 მ სიმაღლეზე. მღვიმის ცნობილი ნაწილის სიღრმე 2017 წლის ტოპოაგეგმვის შედეგებით შეადგენს 2204 მ-ს, რითაც 7 მ-ით ჭარბობს კრუბერის გამოქვაბულს. რეკორდული სიღრმე სიფონების გაუვლელად იქნა მიკვლეული. 2018 წლის მარტის ექსპედიციის დროს გამოიკვლიეს სიფონური ტბის სიღრმე — ნემოს უკანასკნელი სადგომი, რამაც მღვიმის სიღრმეს კიდევ 8 მ შემატა და მღვიმის სიღრმის ნიშნული 2212 მ-ით განისაზღვრა. მღვიმეში შესასვლელი კვეთით 3×4 მდებარეობს კრეპოსტისა და ზონტის მთებს შორის არსებულ უღელტეხილზე, უფრო კრეპოსტის მთის ფერდობების სიახლოვეს. შესასვლელი ჭის სიღრმე შეადგენს 32 მ-ს.

თავდაპირველად მღვიმე მარკირებული იყო როგორც С-115, შემდეგ П1-7, თუმცა 1986 წელს მღვიმეს სახელწოდება შეუცვალეს და უწოდეს ტრაგიკულად დაღუპული სპელეოლოგის — ალექსანდრე ვერიოვკინის (1960–1983) სახელი. ვერიოვკინის მღვიმე აღმოაჩინეს 1968 წელს კრასნოიარსკელმა სპელეოლო...დაწვრილებით

ვერიოვკინის მღვიმე — მსოფლიოს უღრმესი კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის რაიონში. მდებარეობს არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2309 მ სიმაღლეზე. მღვიმის ცნობილი ნაწილის სიღრმე 2017 წლის ტოპოაგეგმვის შედეგებით შეადგენს 2204 მ-ს, რითაც 7 მ-ით ჭარბობს კრუბერის გამოქვაბულს. რეკორდული სიღრმე სიფონების გაუვლელად იქნა მიკვლეული. 2018 წლის მარტის ექსპედიციის დროს გამოიკვლიეს სიფონური ტბის სიღრმე — ნემოს უკანასკნელი სადგომი, რამაც მღვიმის სიღრმეს კიდევ 8 მ შემატა და მღვიმის სიღრმის ნიშნული 2212 მ-ით განისაზღვრა. მღვიმეში შესასვლელი კვეთით 3×4 მდებარეობს კრეპოსტისა და ზონტის მთებს შორის არსებულ უღელტეხილზე, უფრო კრეპოსტის მთის ფერდობების სიახლოვეს. შესასვლელი ჭის სიღრმე შეადგენს 32 მ-ს.

თავდაპირველად მღვიმე მარკირებული იყო როგორც С-115, შემდეგ П1-7, თუმცა 1986 წელს მღვიმეს სახელწოდება შეუცვალეს და უწოდეს ტრაგიკულად დაღუპული სპელეოლოგის — ალექსანდრე ვერიოვკინის (1960–1983) სახელი. ვერიოვკინის მღვიმე აღმოაჩინეს 1968 წელს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა. იმ დროს გავლილი ნაწილის სიღრმემ 115 მ შეადგინა. მღვიმე მონიშნეს როგორც С-115. 1982 წელს მოსკოვის პეროვოს სპელეოკლუბმა მღვიმეს ხელმეორედ მიაკვლია და მონიშნა როგორც П1-7. პეროვოს სპელეოკლუბის ექსპედიციამ 1983–86 წლებში შეაღწია 440 მ-მდე.

1986–2000 წლებში მღვიმეში კვლევები არ წარმოებდა. 2000–2015 წლებში პეროვოს სპელეოკლუბი და პეროვო-სპელეოს ჯგუფი აგრძელებდა კვლევებს მღვიმეში. სიღრმე კვლავ 440 მ-ით განისაზღვრებოდა. 2015 წლის აგვისტოში პეროვოს სპელეოკლუბის ექსპედიციის ფარგლებში მიაკვლიეს ჭას, რომლის სიღრმე, როგორც მოგვიანებით გაირკვა 156 მ შეადგინა. ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებდა, რომ მღვიმის შრომატევადი კვლევის პერიოდი დასრულდა. 2016 წლის ივნისში შედგა პეროვო-სპელეოს გუნდის ექსპედიცია, რომელმაც მიაღწია 630 მ-მდე. იმავე წლის აგვისტოში პეროვო-სპელეოსა და პეროვოს სპელეოკლუბის ერთობლივმა ექსპედიციამ შეაღწია 1010 მ-მდე, ხოლო ოქტომბერში 1350 მ-მდე.

2017 წლის თებერვალში პეროვო-სპელეოს ექსპედიციამ მიაღწია 1832 მ-მდე, რამაც იგი მსოფლიოში სიღრმით მეორე მღვიმედ აქცია კრუბერის გამოქვაბულის შემდეგ. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში პეროვოს სპელეოკლუბმა მიაღწია 2151 მ-მდე. ქვედა ნაწილებში აღმოაჩინეს არაბიკის მასივისთვის არადამახასიათებელი ფართო ჰორიზონტული ნაწილები. ისინი კარსტული წყალშემცველი სისტემის უძველესი კოლექტორებია. ამრიგად, ვერიოვკინის მღვიმე იქცა მეორე ზეღრმა მღვიმედ (2 კმ-ზე მეტი) მსოფლიოში და წყალქვეშა აღჭურვილობის გარეშე ხელმისაწვდომ უღრმეს მღვიმედ. 2017 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში პეროვო-სპელეოს გუნდმა მიაღწია 2204 მ-მდე, რითაც დაამყარა სიღრმის მსოფლიოს ახალი რეკორდი.

2018 წლის მარტში პეროვო-სპელეოს გუნდმა განახორციელა მორიგი ექსპედიცია, რომლის ფარგლებში მღვიმის რუკას დაუმატა შესასვლელების ერთ კმ-ზე მეტი მონაკვეთი და ლოტით გაზომა სიფონური ტბის — ნემოს უკანასკნელი სადგომის სიღრმე. ტბის სიღრმემ შეადგინა 8,5 მ, რითაც მღვიმის საერთო სიღრმემ მიაღწია 2212 მ.

Photographies by:
Statistics: Position
199
Statistics: Rank
303237

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
926731548Click/tap this sequence: 6927

Google street view

Where can you sleep near ვერიოვკინის მღვიმე ?

Booking.com
487.388 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 14 visits today.