Città del Vaticano

( ვატიკანი )

ვატიკანი, ოფიციალურად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო (იტალ. Stato della Città del Vaticano) — სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს რომში, იტალიის დედაქალაქში. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობია 44 ჰექტარი (110 აკრი), მოსახლეობა კი 800 ადამიანზე ცოტა მეტი. ვატიკანი რომის პაპის რეზიდენციაა და წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ცენტრს.

ვატიკანი ჩამოყალიბდა 1929 წელს, ლატერანის ხელშეკრულების შედეგად. ვატიკანი განსხვავებულია წმინდა ეპარქიისაგან, რომლის საფუძვლები ადრეული ქრისტიანობის ხანას უკავშირდება და მსოფლიოს 1,147 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანთათვის მთავარ ეპარქიას წარმოადგენს. ვატიკანსა და წმინდა ეპარქიას პასპორტებიც კი განსხვავებული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ეპარქია სახელმწიფო არაა, იგი მხოლოდ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასცემს, ვატიკანი კი ჩვეულებრივ პასპორტებსაც იძლევა, თუმცა ორივე შემთხვევაში გაცემულ პასპორტთა რაოდენობა ძალიან მცირეა.

ლატერანის ხელშეკრულება ვატიკანს ა...დაწვრილებით

ლატერანის ხელშეკრულება ვატიკანს არა როგორც პაპის ოლქის გადმონაშთს, არამედ როგორც ინოვაციას განიხილავდა. პაპის ოლქის უმეტესი ნაწილი იტალიის გაერთიანების დროს, 1860-1870 წლებში, იტალიის რესპუბლიკას შეუერთდა; პონტიფიკოსმა ამ მიწებზე კონტროლი დაკარგა. ვატიკანი არის ეკლესიასტიკური სახელმწიფო, რომელსაც რომის ეპისკოპოსი — ანუ პაპი მართავს. ამ სახელმწიფოს ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი არის კათოლიკე სამღვდელოების სხვადასხვა ეროვნების წევრი. ვატიკანი არის წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია და პაპის ოფიციალური რეზიდენციის — აპოსტოლური სასახლის ადგილი.

პაპები 1377 წელს მათი ავინიონიდან დაბრუნების შემდეგ უმეტესწილად იმ არემარეში ცხოვრობდნენ, რომელიც 1929 წელს ვატიკანი გახდა. თუმცა სხვადასხვა დროს პაპებს რომის ქვირინალის და ლატერანის სასახლეებშიც დაუდიათ რეზიდენცია.

ისტორია
Vatican City map EN.png 

სახელწოდება ვატიკანი მოდის მდინარე ტიბრის ნაპირას მდებარე ამავე სახელწოდების ბორცვიდან, სადაც პაპმა ევგენი III-მ ააგო სასახლე 1150 წელს. 1377 წლიდან ვატიკანის სასახლე პაპების მუდმივ რეზიდენციად იქცა.1870 წელს იტალიის გაერთიანების შემდეგ ბოლო მოეღო პაპის საერო ხელისუფლებას. პაპმა არ ცნო იტალიის საერო ხელისუფლება და თავი ვატკიანის ტყვედ გამოაცხადა. 1929 წელს ლატერანის ხელშეკრულებით დასრულდა კონფლიქტი პაპსა და იტალიის მთავრობას შორის, შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო, დადგინდა მისი საზღვრები, აღიარებულ იქნა მისი სუვერენიტეტი. 1947 წელს იტალიის კონსტიტუციით დადასტურებულ იქნა ვატიკანის სუვერენიტეტი. ახლანდელი პაპი არგენტინელი ფრანცისკეა, ხოლო მისი წინამორბედი ბენედიქტე XVI იყო გერმანელი.

Photographies by:
Statistics: Position
93
Statistics: Rank
478977

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
723918465Click/tap this sequence: 3227

Google street view

Where can you sleep near ვატიკანი ?

Booking.com
491.151 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 74 visits today.