Washington, D.C.

( ვაშინგტონი )

ვაშინგტონი (ინგლ. Washington) — ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი. ფედერალური ოლქი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში. დაარსდა ამერიკის რევოლუციის შემდეგ, როგორც ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობის ადგილი; სახელი ეწოდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტისა და დამფუძნებელი მამის, ჯორჯ ვაშინგტონის პატივსაცემად. როგორც აშშ-ის მთავრობისა და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილსამყოფელი, ვაშინგტონი მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკური დასახლებაა. ესაზღვრება მერილენდსა და ვირჯინიას; ტურისტული თვალსაზრისით ქალაქი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტი მნახველი სტუმრობს.

1790 წელს მერილენდის შტატიდან გამოყოფილ იქნა დედაქალაქის ასაშენებლად. 1791-დან დედაქალაქია. ქალაქი მდებარეობს მდინარე პოტომაკზე, აგებულია პიერ-შარლ ლანფანის გეგმის მიხედვით, მთავარი მონუმენტებია: კაპიტოლიუმი, ვაშინგტონის მონუმენტი.

2019 წლის მონაცემებით ვაშინგტონს 705 749 მოსახლე ჰყავდა. მერილენდიდან და ვირჯინიის გარეუბნებ...დაწვრილებით

ვაშინგტონი (ინგლ. Washington) — ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი. ფედერალური ოლქი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში. დაარსდა ამერიკის რევოლუციის შემდეგ, როგორც ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობის ადგილი; სახელი ეწოდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტისა და დამფუძნებელი მამის, ჯორჯ ვაშინგტონის პატივსაცემად. როგორც აშშ-ის მთავრობისა და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილსამყოფელი, ვაშინგტონი მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკური დასახლებაა. ესაზღვრება მერილენდსა და ვირჯინიას; ტურისტული თვალსაზრისით ქალაქი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტი მნახველი სტუმრობს.

1790 წელს მერილენდის შტატიდან გამოყოფილ იქნა დედაქალაქის ასაშენებლად. 1791-დან დედაქალაქია. ქალაქი მდებარეობს მდინარე პოტომაკზე, აგებულია პიერ-შარლ ლანფანის გეგმის მიხედვით, მთავარი მონუმენტებია: კაპიტოლიუმი, ვაშინგტონის მონუმენტი.

2019 წლის მონაცემებით ვაშინგტონს 705 749 მოსახლე ჰყავდა. მერილენდიდან და ვირჯინიის გარეუბნებიდან გადმოსული ადამიანებით ვაშინგტონის მოსახლეობა სამუშაო დღეებში მილიონს აჭარბებს. 6.2 მილიონი მოსახლით ვაშინგტონის მეტროპოლიტენის მიდამო (მერილენდის, ვირჯინიის და დასავლეთ ვირჯინიის ნაწილების ჩათვლით) სიდიდით მესამეა მთელ აშშ-ში.

Photographies by:
Kmccoy - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
2675
Statistics: Rank
44924

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
145623987Click/tap this sequence: 7119
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ვაშინგტონი ?

Booking.com
491.670 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 144 visits today.