Mount Waialeale

( ვაიალეალე )

ვაიალეალე (ჰავ. Waiʻaleʻale) — ფარისებრი ვულკანი ჰავაის კუნძულებზე. ადმინისტრაციულად მდებარეობს აშშ-ის ჰავაის შტატის ტერიტორიაზე. სიმაღლე 1569 მ. კუნძულ კაუაის ვულკანებს შორის ვაიალეალე სიმაღლით მეორე ადგილზეა. 1912 წლიდან დაწყებული ვაიალეალეს კალთები წვიმის სახით წელიწადში საშუალოდ იღებს 11 684 მმ ნალექს. 1982 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი: ვულკანის კალთებზე საშუალოდ მოვიდა 16 916 მმ ნალექი. ასაკი განისაზღვრება 8 მილიონი წლით. მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნოტიო რეგიონში. ძირითადად დამახასიათებელია ჟინჟღლი. კოკისპირული წვიმები იშვიათია. ვულკანის მწვერვალი ხშირი წვიმიანობის გამო მოქცეულია ხშირი ნისლის ქვეშ.

მწვერვალი ბრტყელ პლატოს წარმოადგენს, სადაც გაბნეულია წვრილი ტბები. ვაიალეალედან სათავეს იღებს პატარა მდინარე ვაიმეა, რომელიც მოზრდილ კანიონს ქმნის (სიგრძე 16 კმ, სიგანე 3,2 კმ, სიღრმე 1067 მ). ჰავაიური ენიდან ვულკანის სახელწოდება დაახლოებით ითარგმნება როგორც „მღელვარე წყლები“.

ძველი ჰავაიელებისთვის ვაიალეალე წმინდა მთ...დაწვრილებით

ძველი ჰავაიელებისთვის ვაიალეალე წმინდა მთა იყო. მათი წარმოდგენით მწვერვალზე ცხოვრობდა ჰავაიური ღმერთი კანე. ამიტომ ჰავაიელებმა ვულკანის მწვერვალზე დააარსეს ხეიაუს მონასტერი, სადაც ღმერთის პატივსაცემად რეგულარულად სწირავდნენ ძღვენს.

უხვნალექიანობის ძირითადი ფაქტორებია: ჰავაის კუნძულებს შორის კაუაის ჩრდილოეთური მდებარეობა, რის გამოც კუნძული პირველი ხვდება ზამთრის თვეებში ატმოსფერული ფრონტების გავლენის ქვეშ; კუნძულის კონუსისებური მოყვანილობა, რის გამოც მისი ყველა მხარეები ექვემდებარებიან ნოტიოგადამტანი ქარების გავლენას; ძალიან ციცაბო ფერდობები, რის გამოც ნოტიო ჰაერი მკვეთრად მაღლდება ზღვის დონიდან 1000 მეტრზე და უფრო ზევით.

Photographies by:
Miguel Vieira - CC BY 2.0
Statistics: Position
5702
Statistics: Rank
66365

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
692478351Click/tap this sequence: 4561
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ვაიალეალე ?

Booking.com

What can you do near ვაიალეალე ?

8.716.711 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.849 visits today.