Uluru

( ულურუ )

ულურუ, აგრეთვე ცნობილი როგორც აიერს-როკი — ქვიშაქვის უზარმაზარი ფორმაცია ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს უახლოეს ქალაქ ალის-სპრინგსიდან 335 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით, სამანქანო გზით მანძილი კი 450 კმ-ია. ულურუ, არეალის მეორე უმთავრეს მახასიეთებელთან, კატა-ტიუტასთან ერთად ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ადგილობრივი ანანგუს ხალხისთვის ულურუ წმინდა ადგილია. ფორმაციების მიმდებარე არეალი წყაროებისა და გეოლოგიური დეპრესიების სიმრავლით გამოირჩევა. მრავლადაა კლდის მღვიმეები და მხატვრობა. ულურუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

მისი სიგრძე 3 კილომეტრია, სიმაღლე 348 მეტრი, ხოლო მიწისქვეშ 2 100 მეტრია. მთის ასაკი 600 მილიონი წელია. ევროპელთათვის მისი არსებობა ცნობილი გახდა 1870-იან წლებში. ულურუ აბორიგენი მოსახლეობისათვის წმინდა ადგილია, სადაც ხშირად რელიგიურ რიტუალებს ატარებენ. სახელწოდება „ულურუ“ სწორედ ადგილობრივთა ენიდან მომდინარეობს. მთას მეორენაირად აიერს-როკს (Ayres Rock) უწოდებენ, XIX საუკუნ...დაწვრილებით

ულურუ, აგრეთვე ცნობილი როგორც აიერს-როკი — ქვიშაქვის უზარმაზარი ფორმაცია ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს უახლოეს ქალაქ ალის-სპრინგსიდან 335 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით, სამანქანო გზით მანძილი კი 450 კმ-ია. ულურუ, არეალის მეორე უმთავრეს მახასიეთებელთან, კატა-ტიუტასთან ერთად ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ადგილობრივი ანანგუს ხალხისთვის ულურუ წმინდა ადგილია. ფორმაციების მიმდებარე არეალი წყაროებისა და გეოლოგიური დეპრესიების სიმრავლით გამოირჩევა. მრავლადაა კლდის მღვიმეები და მხატვრობა. ულურუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

მისი სიგრძე 3 კილომეტრია, სიმაღლე 348 მეტრი, ხოლო მიწისქვეშ 2 100 მეტრია. მთის ასაკი 600 მილიონი წელია. ევროპელთათვის მისი არსებობა ცნობილი გახდა 1870-იან წლებში. ულურუ აბორიგენი მოსახლეობისათვის წმინდა ადგილია, სადაც ხშირად რელიგიურ რიტუალებს ატარებენ. სახელწოდება „ულურუ“ სწორედ ადგილობრივთა ენიდან მომდინარეობს. მთას მეორენაირად აიერს-როკს (Ayres Rock) უწოდებენ, XIX საუკუნის ავსტრალიის ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის, ჰენრი აიერსის პატივსაცემად. 1993 წლიდან, ავსტრალიის მთავრობამ ოფიციალურად დააკანონა მისი ორსახელიანობა აიერს-როკ-ულურუ, რომელიც 2002 წელს შეცვალა ულურუ-აიერს-როკმა.

დღეისათვის, ულურუ ავსტრალიის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ეს მთა შორიდანვე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. უცბად, შუაგულ უდაბნოში, წამოიმართება ძალზედ უცნაური, „გაბრტყელებული“, ულამაზესი მთა. დღის სხვადასხვა მონაკვეთსა თუ ამინდის ცვალებადობისას, მთა ფერს იცვლის. საღამოხანს, ის ოქროსფერია, მზის ჩასვლისას — ჯერ წითლდება, შემდეგ კი იასამნისფერში გადადის. მოღრუბლულ ამინდში ნაცრისფერია.

პირველი ტურისტები ულურუს სანახავად 1936 წელს ჩავიდნენ. 1940-იანი წლებიდან, მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე 1948 წელს ჩნდება პირველი გზა მთის გარშემო და ტურისტული ავტობუსები. ტურისტებს ასევე იზიდავს ადგილობრივი ფლორა და ფაუნა, რომელთაგან 54 სახეობა ენდემურია. აქ შეხვდებით კენგურუს, თაგვებს, ღამურას, მელას, გარეულ კატას, ძაღლს, კურდღელს და ა. შ. ტურისტებისათვის შესაძლებელია როგორც ავტომობილით მთის ირგვლივ გარსშემოვლა, ასევე მისი ვერტმფრენიდან დათვალიერება.

Photographies by:
Statistics: Position
603
Statistics: Rank
162480

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
842936571Click/tap this sequence: 6198

Google street view

Where can you sleep near ულურუ ?

Booking.com
489.114 visits in total, 9.195 Points of interest, 404 Destinations, 20 visits today.