وادي رم

( უადი-რუმი )

უადი-რუმი (არაბ. وادي رم‎), ასევე ვნობილი, როგორც მთვარის ხეობა (არაბ. وادي القمر‎) — ქვიშაქვისა და გრანიტის კლდეებში ამოკვეთილი ხეობა სამხრეთ იორდანიაში, ქალაქ აკაბიდან 60 კმ-ით აღმოსავლეთით. წარმოადგენს უდიდეს უადის იორდანიაში. სიტყვა რუმი არამეული წარმომავლობისაა და ნიშნავს მაღალს, აზიდულს. არაბულად წარმოთქმისათვის, არქეოლოგებმა ის გადმოსცეს როგორც უადი-რუმი. უმაღლესი წერტილია უმ-დამის მთა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1 800 მეტრია.

ისტორია

პრეისტორიული ხანიდან უადი-რუმი ადამიანთა მრავალი კულტურით იყო დასახლებული, მათ შორის იყვნენ ნაბატეველები, რომლებმაც თავიანთ კვალი კლდის მხატვრობასა და ტაძრებში დატოვეს. 2007 წლისთვის, რუმსა და მის შემოგარენში ბედუინთა რამდენიმე ტომი სახლობდა.

დასავლეთში, უადი-რუმი უკეთაა ცნობილი მისი კავშირით ბრიტანელ ოფიცერთან — თომას ედვარდ ლოურენსთან, რომელიც აქ ოპერაციებს უძღვებოდა 1917–18 წლების არაბული ამბოხისას. 1980-იან წლებში, უადი-რუმის ერთ-ერთ კლდის ფორმაციას „სიბრძნის შვიდი სვეტი უწოდეს“, ლუორენსის წიგნის სამახსოვროდ.

2011 წელს, უადი-რუმი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

Photographies by:
Statistics: Position
2495
Statistics: Rank
49008

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
698473512Click/tap this sequence: 2111

Google street view

Where can you sleep near უადი-რუმი ?

Booking.com
489.139 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 45 visits today.