قلعة الشوبك

( მონრეალის ციხესიმაგრე )

მონრეალი — ჯვაროსანთა ციხესიმაგრე არავის აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს კლოვანი და კონუსისებური მთის მწვერვალზე, საიდანაც გადაჰყურებს ხილის ხეებს. დღეს ამ ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელსაც არაბულად უწოდებენ შუბაკს ან შაუბაკს, მდებარეობს ქალაქ შუბაკში.

ისტორია
მონრეალის ციხესიმაგრის კოშკი

ციხესიმაგრე ააშენა ბალდუინ I-მა 1115 წელს, მისი ექსპედიციის დროს, როდესაც მან აიღო აქაბა (1116) წითელი ზღვის სანაპიროზე. თავდაპირველად იწოდებოდა,როგორც Krak de Montreal და/ან Mons Regalis, მეფის სასახელოდ, რადგან მან დიდი წვლილი შეიტანა მის აგებაში (Mount Royal). ციხესიმაგრე სტრატეგიულად მდებარეობდა გორის წვერზე, ედომის დაბლობზე, სირიიდან და არაბეთიდან მომავალი პილიგრიმთა და ქარავანთა გზებზე. ეს ბალდუინს საშუალებას აძლევდა გაეკონტროლებინა ეს ტერიტორიები, რადგან პილიგრიმებს და ვაჭრებს სჭირდებოდათ ნებართვა მისით სარგებლობისთვის. იგი გარშემორტყმული იყო ნაყოფიერი მიწებით და ორი ცისტერნით, რომლებიც მთაზე იყო ამოჭრილი და წყაროებით ივსებოდა.

მონრეალი იერუსალიმის სამეფო ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა 1142 წლამდე, ხოლო შემდეგ იგი ტრანსიორდანიის სენიორიის ნაწილი გახდა. ამასთანავე სენიორიის ცენტრი გახდა, ჩრდილოეთით მდებარე, უფრო ძლიერი ციხესიმაგრე კერაკი. კერაკი მონრეალთან ერთად სამოცი რაინდით ეხმარებოდა იერუსალიმის სამეფოს. მონრეალი ხელში ჩაიგდო ფილიპ დე მილმა, ხოლო სტეფანია დე მილზე ქორწინების შემდეგ რეინალდ დე შატიიონმა. რეინალდი ციხეს მდიდარ ქარავნებზე თავდასხმისთვის იყენებდა, რომლებსაც ადრე თავისუფლად მოძრაობის უფლება ჰქონდათ. რენომ ააშენა გემები და გადაიტანა წითელ ზღვაში, რათა თავს დასხმოდა მექას. ეს ყველაფერი ვერ მოითმინა სალადინმა და 1187 წელს იერუსალიმის სამეფოში შეიჭრა.[1] იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ მან მონრეალსაც შემოარტყა ალყა. კარგი მდებარეობის გამო სალადინმა ვერ შეძლო საალყე მანქანების გამოყენება, მაგრამ ორწლიანი ალყის შემდეგ ციხესიმაგრე დაეცა (1189). მოგვიანებით მონრეალი დაიპყრეს და აღადგინეს მამლუქებმა.

Eddé, Anne-Marie “Saladin” trans. Jean Marie Todd Harvard University Press 2011.ISBN 978-0-674-055559-0
Photographies by:
Statistics: Position
5193
Statistics: Rank
18378

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
654782193Click/tap this sequence: 2221

Google street view

Where can you sleep near მონრეალის ციხესიმაგრე ?

Booking.com
489.333 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 160 visits today.