ტაკწანგ-ძონგი ან პარო ტაკწანგი (ტიბ: སྤ་ཕྲོ་སྟག་ཚང་ ვაილი: spa phro stag tshang; སྤ་གྲོ་སྟག་ཚང་ ვაილი: spa gro stag tshang; ასევე ცნობილია, როგორც ვეფხვის ბუდე), ზედა პაროს ხეობაში, კლდეზე მდებარე ცნობილი ჰიმალაური ბუდისტური ტაძრის კომპლექსია (ბჰუტანი). კომპლექსი პირველად 1692 წელს მმართველმა გიალცე ტენზინ რაბგიემ ტაკწანგ სენგე სამდუპის (སྟག་ཚང་སེང་སེང་གེ་བསམ་གྲུབ་) გამოქვაბულის გარშემო ააგო, სადაც, გადმოცემით, VIII საუკუნეში გურუ პადმასამბჰავა მედიტირებდა. პადმასამბჰავას მიეწერება ბჰუტანში ბუდიზმის გავრცელება და ქვეყნის მფარველი ღვთაებაა. ტაძარი აგებულია ზღვის დონიდან 3120 მეტრზე, პაროს ხეობის ფსკერიდან 700 მეტრზე.

სახელი, ვეფხვის ბუდე, დაერქვა ლეგენდის მიხედვით, რომლის თანახმადაც გურუ პადმასამბჰავა ვეფხვად ქცეულ თავის ცოლ იეშე ცოგიალზე ამხედრებული ამ გამოქვაბულში მივიდა. გამოქვაბულში ასევე მედიტირებდა მილარეპა. ტაძარს ხშირად სტუმრობდა ბჰუტანის მეფე - შაბდრუნგი.

1998 წლის 19 აპრილს ტაძარი მთლიანა...დაწვრილებით

1998 წლის 19 აპრილს ტაძარი მთლიანად დაიწვა და დაიღუპა რამდენიმე ბერი. 2005 წლისთვის ტაძარი აღადგინეს. პადმასამბჰავასადმი მიძღვნილი ცნობილი დღესასწაული ცეჩუ პაროს ველზე აღინიშნება მარტსა და აპრილს შორის.

Photographies by:
Douglas J. McLaughlin (Photograph edited by Vassil) - CC BY 2.5
Statistics: Position
1151
Statistics: Rank
192969

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
756312849Click/tap this sequence: 8554
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ტაკწანგ-ძონგი ?

Booking.com
8.826.601 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.119 visits today.