อุทยานประวัติศาสตร์สุโขทัย

( სუკოტაის ისტორიული პარკი )

სუკოტაის ისტორიული პარკი (ტაილ. อุทยานประวัติศาสตร์สุโขทัย) — ისტორიული პარკი ჩრდილოეთ ტაილანდის ქალაქ სუკოტაის სიახლოვეს. მოიცავს აღნიშნული ქალაქის ისტორიულ ნაშთებს, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში სუკოტაის სამეფოს დედაქალაქი იყო, ამჟამად კი ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრია.

ძველ ქალაქს გარს 2 x 1.6 კმ ზომების კედელი აკრავს. ტერიტორიის ფართობი 70 კმ²-ია და წარმოდგენილია 193 ერთეული ნანგრევი. კედლის თითოეულ მხარეს, ცენტრში მდებარეობს ჭიშკარი. სამეფო სასახლის ნაშთების შემოგარენში კი 26 ტაძარი მდებარეობს.

ყოველწლიურად პარკს ათასობით ტურისტი სტუმრობს, რომლებიც გაოცებაში მოყავს ბუდას ქანდაკებებს, სასახლეებსა თუ ტაძრებს.

1962 წელს ისტორიული ქალაქი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა, ხოლო 1976 წელს მისი რესტავრაციის პროექტი იქნა დამტკიცებული. 1988 წლის ივლისში, პარკი ოფიციალურად გაიხსნა. უკვე 1991 წელს კი იუნესკომ იგი კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიულ პარკთან და სი-სატჩანალაისთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა როგორც ერთი დიდი ობიექტის, „სუკოტაი და მასთან ასოც...დაწვრილებით

სუკოტაის ისტორიული პარკი (ტაილ. อุทยานประวัติศาสตร์สุโขทัย) — ისტორიული პარკი ჩრდილოეთ ტაილანდის ქალაქ სუკოტაის სიახლოვეს. მოიცავს აღნიშნული ქალაქის ისტორიულ ნაშთებს, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში სუკოტაის სამეფოს დედაქალაქი იყო, ამჟამად კი ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრია.

ძველ ქალაქს გარს 2 x 1.6 კმ ზომების კედელი აკრავს. ტერიტორიის ფართობი 70 კმ²-ია და წარმოდგენილია 193 ერთეული ნანგრევი. კედლის თითოეულ მხარეს, ცენტრში მდებარეობს ჭიშკარი. სამეფო სასახლის ნაშთების შემოგარენში კი 26 ტაძარი მდებარეობს.

ყოველწლიურად პარკს ათასობით ტურისტი სტუმრობს, რომლებიც გაოცებაში მოყავს ბუდას ქანდაკებებს, სასახლეებსა თუ ტაძრებს.

1962 წელს ისტორიული ქალაქი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა, ხოლო 1976 წელს მისი რესტავრაციის პროექტი იქნა დამტკიცებული. 1988 წლის ივლისში, პარკი ოფიციალურად გაიხსნა. უკვე 1991 წელს კი იუნესკომ იგი კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიულ პარკთან და სი-სატჩანალაისთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა როგორც ერთი დიდი ობიექტის, „სუკოტაი და მასთან ასოცირებული ისტორიული ქალაქების" ნაწილი.

Photographies by:
Rennboot - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
1275
Statistics: Rank
187953

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
249815637Click/tap this sequence: 9811
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near სუკოტაის ისტორიული პარკი ?

Booking.com

What can you do near სუკოტაის ისტორიული პარკი ?

8.845.037 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 523 visits today.