სილის კანიონი (გალისიური:Canón do Sil) — სილის მდინარის ხეობა გალისიაში, ესპანეთი. ხეობა წარმოადგენს გალისიის ერთ ერთ ღირსშესანიშნაობას.
კანიონის კედლები წყლის დონიდან დაახლოებით 500 მეტრზეა აღმართული. კანიონში კლიმატი შემოგარენისგან განსხვავებულია და მიახლოებულია ხმელთაშუა ზღვის ჰავასთან, რაც იქ ზეთისხილი მოყვანის საშუალებას იძლევა. მდინარის ნაპირებზე ვენახის გასაშენებლად ისტორიულად აკეთებდნენ ტერასებს, სადაც ღვინის წარმოება რომაული პერიოდიდან ხდება. ამ არეას ეწოდება რიბეირა საკრას ღვინის რეგიონი და მთელი გალისიის მასშტაბით მხოლოდ აქ იწარმოება უფრო მეტი წითელი ღვინო ვიდრე თეთრი.
რეგიონი როგორც საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გაერთიანებულია ევროპის კავშირის დაცული ლანდშაფტის ქსელ Natura 2000-ში.
Photographies by:
Statistics: Position
6149
Statistics: Rank
59218
კომენტარის დამატება