Las Médulas

( ლას-მედულასი )

ლას-მედულასი (ესპ. Las Médulas) — ისტორიული ადგილი ესპანეთის ლეონის პროვინციაში, ქალაქ პონფერადის მახლობლად, რომელიც ერთ დროს რომის იმპერიის მთავარ ოქროს მაღაროს წარმოადგენდა. ლას-მედულასის კულტურული ლანდშაფტი 1997 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ლას-მედულასის სანახაობრივი ლანდშაფტი და ოქროს მოპოვებითი ტექნოლოგია ახ.წ. 77 წელს აღწერილი აქვს პლინიუს უფროსს. ოქროს მოპოვებით სამუშაოებში გამოყენებული იყო ჰიდრავლიკური სისტემა, რომელიც წყლის დიდი რაოდენობის წყალობით მთის გამორეცხვას გულისხმობდა. წყალი შვიდი დიდი აკვედუკის საშუალებით მოემართებოდა ლა-კაბრერის რაიონიდან. იგივე აკვედუკები გამოიყენებოდა ოქროს შემცველი დეპოზიტების გასარეცხად.

ეს ტერიტორია ძვ. წ. 25 წელს რომის იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა დაიპყრო. დაპყრობის მთავარ მიზანს დიდი რაოდენობით ოქროს შემცველი ალუვიური დეპოზიტები წარმოადგენდა, რომლისგანაც ადგილობრივები ოქროს მოიპოვებდნენ. ოქროს მასიური წარმოება აქ ახ. წ. I საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო.

Photographies by:
Rafael Ibáñez Fernández - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
420
Statistics: Rank
347612

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
294568173Click/tap this sequence: 6427
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ლას-მედულასი ?

Booking.com
9.053.350 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 8.549 visits today.