سی‌وسه‌پل

( სი-ო-სე-პოლი )

სი-ო-სე-პოლი (სპარს. سی‌وسه‌پل), ასევე ცნობილი როგორც ალავერდი-ხანის ხიდი (სპარს. پل الله‌وردی خان) — ირანის ქალაქ ისპაანის 11 ისტორიული ხიდიდან უდიდესი. გადებულია მდინარე ზენდერუდზე. ასრულებს ხიდისა და კაშხლის ფუნქციას. პოპულარული და სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტია. აშენდა 1599-1602 წლებში შაჰ-აბას I-ის მმართველობის დროს. ხიდი აშენდა გამაჰმადიანებული ქართველის — ალავერდი-ხანის ხელმძღვანელობით. ხიდს განსაკუთრებით ჰქონდა მაღალი საზოგადოების ეზოიანი საკუთარი სახლების დამაკავშირებელი ფუნქცია, აგრეთვე ერთმანეთს აკავშირებდა ისპაანსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სომხურ რაიონ ახალ ჯულფას. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი, ქართული აგურით არის ნაშები. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი. ხიდის საერთო სიგრძეა 297,76 მ, საერთო სიგანე 14,75 მ. სი-ო-სე-პოლის თაღოვან-კამაროვანი ხიდი შედგება 33 მალისაგან, რის გამოც მიიღო თავისი სახელწოდება, ვინაიდან „سی‌وسه‌پل“‎ ანუ „სი-ო-სე-პოლი“ თარგმანში სიტყვასიტ...დაწვრილებით

სი-ო-სე-პოლი (სპარს. سی‌وسه‌پل), ასევე ცნობილი როგორც ალავერდი-ხანის ხიდი (სპარს. پل الله‌وردی خان) — ირანის ქალაქ ისპაანის 11 ისტორიული ხიდიდან უდიდესი. გადებულია მდინარე ზენდერუდზე. ასრულებს ხიდისა და კაშხლის ფუნქციას. პოპულარული და სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტია. აშენდა 1599-1602 წლებში შაჰ-აბას I-ის მმართველობის დროს. ხიდი აშენდა გამაჰმადიანებული ქართველის — ალავერდი-ხანის ხელმძღვანელობით. ხიდს განსაკუთრებით ჰქონდა მაღალი საზოგადოების ეზოიანი საკუთარი სახლების დამაკავშირებელი ფუნქცია, აგრეთვე ერთმანეთს აკავშირებდა ისპაანსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სომხურ რაიონ ახალ ჯულფას. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი, ქართული აგურით არის ნაშები. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი. ხიდის საერთო სიგრძეა 297,76 მ, საერთო სიგანე 14,75 მ. სი-ო-სე-პოლის თაღოვან-კამაროვანი ხიდი შედგება 33 მალისაგან, რის გამოც მიიღო თავისი სახელწოდება, ვინაიდან „سی‌وسه‌پل“‎ ანუ „სი-ო-სე-პოლი“ თარგმანში სიტყვასიტყვით ნიშნავს „ოცდაცამეტ ხიდს“. ხიდს სავალი ნაწილის ორივე მხარეს გასდევს თაღედები. უგრძესი მალის სიგრძე დაახლოებით 5,60 მ აღწევს. თავდაპირველად ხიდის ინტერიერი მოხატული იყო, რომლებსაც მოგზაურები ხშირად აღწერდნენ როგორც ეროტიკულს. ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრილი ოთახები, რომლებშიც ჩაიხანებია გახსნილი.

Photographies by:
Diego Delso - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
1713
Statistics: Rank
73512

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
498521376Click/tap this sequence: 7318

Google street view

Where can you sleep near სი-ო-სე-პოლი ?

Booking.com
489.998 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 47 visits today.