შიბამი (არაბ.شبام‎) — ქალაქი იემენში. მისი მოსახლეობა დაახლოებით 7 000 ადამიანია. პირველი ცნობები ქალაქის შესახებ, ჩვ.წ. III საუკუნით თარიღდება. იგი ჰადრამაუტის სამეფოს დედაქალაქი იყო.

შიბამი ცნობილია თავისი არქიტექტურით, რის გამოც 1982 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ქალაქში თითქმის ყველა სახლი მიწისგან დამზადებული, გამოუწვავი აგურისგანაა აშენებული. ქალაქში დაახლოებით 500 საცხოვრებელია, რომელიც 5-11 სართულისაგან შედგება. მშენებლობის ეს ტექნიკა გათვლილი იყო ბედუინების შემოსევებისგან ადგილობრივების დასაცავად. შენობათა უმრავლესობა XVI საუკუნით თარიღდება.

შიბამს ხშირად „მსოფლიოს უძველეს ცათამბჯენების ქალაქს“ ან „უდაბნოს მანჰეტენს“ უწოდებენ. ქალაქი ერთ-ერთი უძველესი და საუკეთესო მაგალითია ურბანული დაგეგმარებისა, რომელიც ვერტიკალურ კონსტრუირებაზე იყო დაყრდნობილი.

Photographies by:
Jialiang Gao www.peace-on-earth.org [dead link] - CC BY-SA 3.0
Desaix83, d 'après le travail de Takashiba - Public domain
Statistics: Position
2005
Statistics: Rank
140898

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
293186547Click/tap this sequence: 9559
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near შიბამ ჰადრამუტი ?

Booking.com

What can you do near შიბამ ჰადრამუტი ?

8.749.246 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.206 visits today.