სანა (არაბ. صنعاء; ასევე სანაა, სან‘ა’ ან სანა'ა) — იემენის დედაქალაქი და სანას მუჰაფაზის ცენტრი. მიუხედავად ამისა, ქალაქი ამ მუჰაფაზის ნაწილს არ წარმოადგენს.

სანა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქია. ამავე დროს, ის გაშენებულია ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე და მიეკუთვნება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქთა რიცხვს. 2020 წლის მონაცემებით, სანას მოსახლეობა 1,937,451 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის იემენის უმსხვილესი ქალაქია. სანას ძველი ნაწილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ქალაქის ამ ნაწილს უნიკალური იერსახე გააჩნია, რაც უპირველესად განსხვავებული არქიტექტურის დამსახურებაა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულია მრავალსართყლიანი ნაგებობები, რომლებზეც გეომეტრიული ფიგურებია დეკორირებული.

სანა (არაბ. صنعاء; ასევე სანაა, სან‘ა’ ან სანა'ა) — იემენის დედაქალაქი და სანას მუჰაფაზის ცენტრი. მიუხედავად ამისა, ქალაქი ამ მუჰაფაზის ნაწილს არ წარმოადგენს.

სანა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქია. ამავე დროს, ის გაშენებულია ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე და მიეკუთვნება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქთა რიცხვს. 2020 წლის მონაცემებით, სანას მოსახლეობა 1,937,451 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის იემენის უმსხვილესი ქალაქია. სანას ძველი ნაწილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ქალაქის ამ ნაწილს უნიკალური იერსახე გააჩნია, რაც უპირველესად განსხვავებული არქიტექტურის დამსახურებაა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულია მრავალსართყლიანი ნაგებობები, რომლებზეც გეომეტრიული ფიგურებია დეკორირებული.

ისტორია ანტიკური პერიოდი

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ეს ქალაქი ნოეს გარდაცვალების შემდგომ მისმა შვილმა სემმა ააშენა ჯაბალ ნუქუმის მთის ძირას. ანტიკურ ხანაში იგი ცნობილი იყო, როგორც “აზალი” ("Azal"),  რომელიც უკავშრდებოდა ბიბლიური პიროვნებების დაბადების წიგნში მოხსენიებულ  უზალს (Uzal), კაჰტანიტების ვაჟს და სემის შვილიშვილს. მის სახელს უკავშირდება საბაისური სიტყვა “კარგად გამაგრებული”[1].

არაბი ისტორიკოსი ალ-ჰამდანი წერს, რომ სანას გალავანი შემოარტყეს საბაისელებმა, მბრძანებელი შაურ ატარის დროს, რომელმაც შესაძლოა ააშენა ქალაქში გუმდანის სასახლე (Ghumdan Palace). მდებარეობის გამო, სანა მსახურობდა, როგორც ურბანული ცენტრი რეგიონის მიმდებარე ტომებისათვის და როგორც რეგიონის სავაჭრო ბირთვი არაბეთის უკიდურეს სამხრეთში. სანა ორი, მთავარი ანტიკური სავაჭრო გზის გზაჯვარედინზე მდებარეობს აღმოსავლეთით უკავშირდება მარიბის და დასავლეთით წითელ ზღვას.

როდესაც ძალაუფლება, ჰიმატიტის უკანასკნელი მეფის იუსეფ ათარანის (დუ ნუვასი) ხელში იყო, სანა, ეთიოპიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა.

ისლამური ეპოქა

მუჰამედის ეპოქიდან (ძვ.წ 622) დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქვედანაყოფის შექმნამდე მრავალი ეპიზოდი გაიარა იემენის ისლამურმა სახალიფომ. დედაქალაქმა როგორც მთავარმა მმართველმა წევრმა შეუპოვრობა გამოიჩინა.

იმამ ალ-შაფი, მე-8 საუკუნის ისლამური იურისტი და იურისპრუდენციის სკოლის დამაარსებელი, სანას რამდენიმეჯერ ეწვია. მან შეაქო ქალაქი, დაწერა La budda min Ṣanʻāʼ (სანა უნდა ნახო). მე-9-მე-10 საუკუნეებში იემენელმა გეოგრაფმა ალ-ჰამდანიმ ჩანაწერები გააკეთა ქალაქის სისუფთავის შესახებ და თქვა “ აქ, სულ ცოტა საცხოვრებელ სახლს აქვს ერთი ან ორი ჭა, ბაღი და ერთმანეთისგან განცალკევებით ღრმად ამოთხრილი ორმოები, ცარიელი  ექსკრემენტებით, სუნის გარეშე ან საზიზღარი სუნით მყარად ჩაბეტონების (ალბათ, ალიზი და თიხა) გამო, მშვენიერი საძოვრები და სუფთა ადგილები ფეხით სასიარულოდ”. მოგვიანებით მე-10 საუკუნეში, სპარსელმა გეოგრაფმა იბნ რუსთამ დაწერა სანას შესახებ: “ეს იემენის ქალაქია -  ვერსად ვერ იპოვნით …  უკეთეს ქალაქს, უფრო ხალხმრავალს ან უფრო აყვავებულს, უფრო კეთილშობილური წარმოშობისას ან უფრო მეტი გემრიელი საჭმლით, ვიდრე აქ”

1062 წელს, სანა დაიპყრო სულაიჰიდების დინასტიამ, ალი ალ-სულაიჰის და მისი ცოლის, სახელგანთქმული დედოფალი ესმას ხელმძღვანელობით. ალი ალ-სულაიჰმა სანა, თავის შედარებით პატარა სამეფოს დედაქალაქად აქცია, რომელიც ასევე მოიცავდა ჰარაზის მთებს. სულაიჰიდები დამარცხეს ეგვიპტის ისმაილიანის მაჰმადიანმა მდიდარმა ფატიმიდურმა ხალიფატმა. ალ-სულაიჰი მართველობდა დაახლოებით 20 წელი,  მაგრამ ის პოლიტიკური მოტივით მოკლეს ადგილობრივმა მტრებმა. მისი სიკვდილის, შემდეგ ალ-სულაიმის ქალიშვილს, არვა ალ-სულაიმს გადაეცა მემკვიდრეობით სასხლე, თუმცა იგი წავიდა სანადან და სულაიჰიდის დედაქალაქ ჯუბლაში გადავიდა, საიდანაც, 1607-1138წწ, არვა მართავდა იემანის ძირითად ნაწილს. სულაჰიდის წასვლის შედეგად, სანამ ჰამდანიდის დინასტიის გაკონტროლება დაიწყო.

1173 წელს, სალადინმა, ეგვიპტის აიუბიდის დინასტიის სულთანმა, გაგზავნა თავისი ძმა ტურან შაჰი ექსპედიციაზე, იემენის დასაპყრობად. აიუბიდის დინასტიამ მოიპოვა კონტროლი სანაზე 1175-ში და გააერთიანა იემენის სხვადასხვა ტომობრივი სახელმწიფოები, გარდა უკიდურეს ჩრდილოეთით არსებული მთებისა, რომელზეც კონტროლი ზაიაიდ იმამმა მოიპოვა. აიუბიდიელებმა დაარღვიეს ქვეყნის ოფიციალური რელიგიისადმი ერთგულება და შეცვალეს სუნიზმით.

ამირა ტუღტკინ იბნ აიუბის მეფობის დროს, ქალაქმა მნიშნელოვანი გაუმჯობესება განიცადა. ამაში შედიოდა, უკიდურეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე, სალილას ბაღის მიწებში კორპორაცია . სალილას ნაპირი ცნობილია, როგორც ბუსტან ალ-სულთანი, სადაც აიუბიდიელებმა ააშენეს ერთ-ერთი მათი სასახლე. სანას სტრატეგიული პოზიციის მიუხედავად, აიუბიდიელებმა აირჩიეს ტაიზი, როგორც მათი ახალი დედაქალაქი, სანამ ადენი იყო მათი ძირითადი შემოსავლის მწარმოებელი ქალაქი.

ვიდრე, რასუილდების დინასტია აკონტროლებდა იემენის დიდ ნაწილს, მათ მემკვიდრეებს მიჰყვებოდნენ დაჰრიდთა დინასტია. სანა დიდწილად, ზაიდი იმამების პოლიტიკურ ორბიტაში დარჩა 1323- 1454 წლებში და ყოფილი ორი დინასტიის, მმართველობის ფარგლებს გარეთ.

ოსმალური ეპოქა

ოსმალეთის იმპერია შევიდა იემენში 1538 წელს, როდესაც სულთანი სულეიმან I კანუნი იყო. ოზდემირ ფაშას სამხედრო ხელმძღანელობით, 1547 წელს, ოსმალებმა დაიპყრეს სანა. მათი თანხმობით, იემენის საპორტო ქალაქებში, ადენში და მოხაში მყოფი ევროპელი კაპიტნები, ხშირად სტუმრობდნენ სანას, რადგან შეენარჩუნებინათ განსაკუთრებული შეღავათები და კაპიტულაციები მათი ვაჭრობისთვის. 1602 წელს, ადგილობრივმა ზაიდი იმამებმა, ალ-მუაიდ მუჰამედის ხელმძღვანელობით  დაამყარეს კონტროლი ამ ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალები ალ-მუაიადის მეფობის დროს გაიქცნენ, მისმა წინამორბედმა ალ-მანსურ ალ-ქასიმს უკვე უიკდურესად დასუსტებული ჰყავდა ოსმალური არმია სანაში და იემენში. რის შედეგადაც, ევროპელ მოვაჭრეებს მიცემული პრივილეგიები წაართვეს.

ზაიდი იმამებმა, შეინარჩუნეს მათი წესები სანაში მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე, როდესაც მხარეში კონტროლისათვის განაახლეს ოსმალებმა ლაშქრობა. 1835 წელს, ოსმალთა ჯარი ჩავიდა იემენის სანაპიროზე ეგვიპტური ჯარის, კერძოდ კი, მუჰამიდ ალის სამოსით. მათ არ შეუპყრიათ სანა 1872 წლამდე, ვიდრე აჰმედ მუჰთარ ფაშას ხელმძღვანელობით ჯარი არ შევიდა ქალაქში. ოსმლეთის იმპერიამ დააწესა ტანზიმატის რეფორმები მთელ იმ მიწებზე, რომლებსაც ისინი მართავდნენ.

სანაში, თავდაპირველად დაიწყეს ქალაქის დაგეგმვა, შემდგომ უკვე გააკეთეს ახალი გზები, დაარსეს სკოლები და საავადმყოფოები. ოსმალებმა, რეფორმები ნაჩქარევად გააკეთეს, რადგან გაემყარებინათ მათი კონტროლი სანაზე, რათა კონკურენცია გაეწიათ ეგვიპტისათვის, ადენში ბრიტანული გავლენისათვის, იმპერიალისტი იტალიელებისა და ფრანგების გავლენისათვის სომალის სანაპიროზე, ფაქტობრივად ჯიბუტის და ბერბერას ქალაქებში. თუმცა, მოდერნეზაციის რეფორმები სანაში კვლავ ძალიან შეზღუდული იყო.

ჩრდილოეთ იემენის პერიოდი

1904 წელს, ოსმალთა გავლენა შესუსტდა იემენში და იამამ იაჰამ აიღო ძალაუფლება სანაში. ჩრდილოეთ იემენის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, იაჰიამ წამოიწყო იზოლაციონიზმის პოლიტიკა, თავიდან აიცილა საერთაშორისო და არაბული მსოფლიო პოლიტიკა, დაამსხვრია ემბრიონული ლიბერალური მოძრაობები, არ შეუწყო ხელი სანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას და დახურა ოსმალთა გოგონათა სკოლა. იაჰიას საზომების მიხედვით, სანა სულ უფრო და უფრო ხდება ანტისახელმწიფოობრივი ორგანიზაციის და ინტელექტუალური ამბოხის ცენტრი.

1930-იან წლებში, რამდენიმე ორგანიზაცია, ეწინააღმდეგებოდა და ითხოვდა ზაიდის იმამენტის მკაცრ რეფორმირებას ქალაქში, სხვადასხვა იემენი მუსულმანური ჯგუფი, რომელიც დაფუძნებულია სანა ფულაიის მადრაში და ჰაიტ ალ-ნიდალში ("ბრძოლის კომიტეტი"). 1936 წელს ამ მოძრაობების ლიდერების უმეტესობა ციხეში ჩასვეს. 1941 წელს ქალაქში ახალი  ჯგუფი გახსნეს, უწოდეს ნაჰდა (“რენესანსი”). ისევე, როგორც პარლამენტის შექმნაში, იემენის აღორძინებაშიც მთავარ ინსტრუმენტს ისლამი წარმოადგენდა. იაჰიმ დიდწილად რეპრესირებული შაბაბი და ლიდერების უმეტესობა, მათ ვაჟებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. 1948 წელს, იმამ აჰმადს ძალაუფლება მემკვიდრეობით გადაეცა. ამავე წელს, სანამ დედაქალაქობის წოდება ტაიზის გადასცა, მოგვიანებით კი აქ, ტაიზში აჰმადის ახალი რეზიდენცია ააშენეს. სამთავრობო ოფისების უმრავლესობამ სარჩელი შეიტანეს. რამდენიმე წლის შემდეგ, უამრავ ქალაქში ისრაელიდან ემიგრირებული ებრაელები დასახლდენენ.

Sanaà, Stadtmauer um 1958.jpg 

აჰმედმა, თანდათანობით დაიწყო ეკონომიკისა და პოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი, მაგრამ 1951 წელს, სანაში მოსახლეობა დემონსტრაციებითა და მასობრივი არეულობით მოითხოვდნენ უფრო სწრაფ რეფორმას და ცვლილებას. ჩრდილოეთ იემენში, პრო-სახელმწიფო მოხელეების გადატრიალება გამოიწვია, ეგვიპტის მმართველის, გამალ აბდელ ნასერის სამხედრო სიმპათიისა და პანარაბელი პოლიტიკის განხორციელებამ .1962 წლის სექტემბერში, კი იმამიტის მთავრობა დაემხო, აჰმედის სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ. სანას დედაქალაქის სტატუსი დაუბრუნდა. მეზობელი საუდის არაბეთი, ეწინააღმდეგებოდა ამ განვითარებას და აქტიურად უჭერდა მხარს ჩრდილოეთ იემენის სოფლის ტომებს. ქვეყნის დიდ ნაწილი ეწინააღმდეგება სანას ურბანულ და პრო-რესპუბლიკურ მოსახლეობას. ჩრდილოეთ იენის სამოქალაქო ომმა, ქალაქის გარკვეულ ნაწილში მდებარე ანტიკური ნაგებობები დანგრევა გამოიწვია. ომი, 1968 წლამდე გაგრძელდა, სანამ გარიგება არ დაიდო რესპუბლიკელებსა და როიალისტებს შორის. საბოლოოდ, ქვეყანაში საპრეზიდენტო სისტემა დამყარდა. სანას არასტაბილურობა გამოიწვია, გადატრიალებებმა და პოლიტიკურმა მკველელობებმა, თუმცა ქვეყანაში სიტუაცია 1970-იანი წლების ბოლომდე არ დასტაბილურდა.

ბრიტანელი მწერალი ჯონათან რატანი ეწვია 1970-იან წლებში და ქალაქი აღწერა, როგორც ციხე-სიმაგრე: “მისი არქიტექტურა და განლაგება ლაბირინთს წააგავს”, შემდგომი აღნიშვნით “ეს იყო, თითქოს ნახატებიანი ბროშურის შუაგულიდან გამოხვიდე გაშლილ სივრცეში. ქუჩებიდან მოშორებით, მთელი ქალაქი გადაიქცა სხვა სახის ლაბირინთად, მეტისმეტად, შერეოდა ანბანის ნიშნები და სიმბელოები.”

თანამედროვე ეპოქა

იემენის გაერთიანების შემდეგ, სანა იყო ახალი იემენის სახელმწიფოს დედაქალაქი. აქ არის პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, და სამინისტროები. დასაქმების უმსხვილეს წყაროს უზრუნველყოფს, სამთავრობო სამოქალაქო სამსახური. სოფლიდან ადგილობრივების მასიური მიგრაციის გამო, სანა, ძველი ქალაქის გარშემო გაფართოვდა, მაგრამ ამან უდიდესი გავლენა იქონია ქალაქის განუვითარებელ ინფრასტრუქტურაზე და მუნიციპალურ მომსახურეობებზე, მაგალითად წყალზე.

სანა, არაბულმა ლიგამ აირჩია,  2004 წლის არაბთა კულტურულ დედაქალაქად. 2008 წელს, ალ სელაჰ მეჩეთი დასრულდა. მას 40000 თაყვანისმცემელი ჰყავს.

2011 წელს, სანა, როგორ იემენის დედაქალაქი , იემენის რევოლუციის ცენტრი იყო. რევოლუციების მეშვეობით, პრეზიდენტი ალი აბდულაჰ სალეჰი გადააყენეს. მაისიდან ნოემბრამდე, ქალაქი ბრძოლის ველს წარმოადგენდა, ამიტომაც ცნობილი გახდა, 2011 წლის სანას ბრძოლა.

2012 წლის 21 მაისს, სანას თავს დაესხნენ ტერორისტები, რის შედეგადაც 120 ჯარისკაცი დაიღუპა.

2013 წლის 23 იანვარს, ავიაკატასტროფა მოხდა სოფელ ალ მასანთან ახლოს. მოხსენების თანახმად[2] , დაიღუპა ორი მოქალაქე.

2014 წლის 21 სექტემბერს, ჰუთის აჯანყების დროს, ჰუთებმა მოახერხეს სანაზე კონტროლი.

2015 წლის 12 ივნისს, საუდის არაბეთის მეთაურობით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების, მეშვეობით მიზანში ამოიღეს შიიტური ამბოხებულები და მათი მოკავშირეები იემენში. დედაქალაქის ცენტრში გაანადგურეს ისტორიული სახლებიც.

2016 წლის 8 ოქტომბერს, საუდის არაბეთის მეთაურობით განხორციელებულმა საჰაერო ხომალდებმა სანაში დამიზნებული დარბაზი აიღეს, სადაც დაკრძალვა მიმდინარეობდა. მინიმუმ 140 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 600 დაიჭრა. თავდასხმის წინასწარი დაგეგმის თავდაპირველი უარყოფის, შემდეგ კოალიციის ერთობლივი ინციდენტების შეფასების ჯგუფმა აღიარა, რომ მან დარბაზი დაბომბა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ეს შეტევა იყო ცუდი ინფორმაციის შედეგად გამოწვეული შეცდომა.

2017 წლის მაისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანახმად, ქოლერის გამოვლინებამ 115 ადამიანი დაიღუპა და 8,500 ადამიანი დაავადდა. 2017 წლის ბოლოს, სანაში კიდევ ერთი ბრძოლა დაიწყო ჰუთისელებსა და ერთგულ ძალებს შორის, სადაც მოკლეს ყოფილი პრეზიდენტი სალაჰი.

ისლამური სამყაროს ისტორიული ქალაქები. ავიაკატასტროფა
Photographies by:
Ferdinand Reus from Arnhem, Holland - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
596
Statistics: Rank
161318

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
871954236Click/tap this sequence: 5498

Google street view

Where can you sleep near სანა ?

Booking.com
490.027 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 76 visits today.