จังหวัดภูเก็ต

( პუკეტის პროვინცია )

ფუკეტის პროვინცია (ტაი. ภูเก็ต) — ტაილანდის პროვინცია. ესაზღვრება ფხანგნგისა და კრაბის პროვინციები, თუმცა პრვინციას არ აქვს სახმელეთო საზღვრები, რადგან იგი მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. ქვეყნის მატერიკულ ნაწილთან დაკავშირებულია სამი ხიდით.

მდებარეობს სამხრეთ ტაილანდში, ანდამანის ზღვის სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული სინგაპურზე მცირე ზომისაა, ლიდერობს ქვეყნის უდიდესი კუნძულების სიაში. ფუკეტის აღორძინება, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, დაფუძნებული იყო კუნძულზე კალისა და კაუჩუკის მოპოვებაზე. იმის გამი, რომ კუნძული მდებარეობდა ინდოეთისა და ჩინეთის ერთ-ერთ ცენტრალურ სავაჭრო გზაზე, იგი ყოველთვის აღნიშნული იყო პორტუგალიელი, ფრანგი, ინგლისელი და ნიდერლანდელი ვაჭრების საზღვაო ჟურნალებში. 2004 წელს ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მნიშვნელოვნად დააზრალა ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა. ქვეყანაში სულ დაიღუპა 4000 ადამიანი, ხოლო ფუკეტში 250, რომელთა შორისაც იყვნენ უცხოელი ტურისტებიც. პრაქტიკულად მთლიანად ...დაწვრილებით

ფუკეტის პროვინცია (ტაი. ภูเก็ต) — ტაილანდის პროვინცია. ესაზღვრება ფხანგნგისა და კრაბის პროვინციები, თუმცა პრვინციას არ აქვს სახმელეთო საზღვრები, რადგან იგი მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. ქვეყნის მატერიკულ ნაწილთან დაკავშირებულია სამი ხიდით.

მდებარეობს სამხრეთ ტაილანდში, ანდამანის ზღვის სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული სინგაპურზე მცირე ზომისაა, ლიდერობს ქვეყნის უდიდესი კუნძულების სიაში. ფუკეტის აღორძინება, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, დაფუძნებული იყო კუნძულზე კალისა და კაუჩუკის მოპოვებაზე. იმის გამი, რომ კუნძული მდებარეობდა ინდოეთისა და ჩინეთის ერთ-ერთ ცენტრალურ სავაჭრო გზაზე, იგი ყოველთვის აღნიშნული იყო პორტუგალიელი, ფრანგი, ინგლისელი და ნიდერლანდელი ვაჭრების საზღვაო ჟურნალებში. 2004 წელს ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მნიშვნელოვნად დააზრალა ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა. ქვეყანაში სულ დაიღუპა 4000 ადამიანი, ხოლო ფუკეტში 250, რომელთა შორისაც იყვნენ უცხოელი ტურისტებიც. პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ფუკეტის პლიაჟები, თუმცა 2005 წლის თებერვლისათვის სასტუმროების ძირითადი ნაწილი აღდგენილი იყო.

დღესდღეობით კუნძულზე განვითარებულია ტურიზმი, რადგან ტურისტებს შორის პოპულარულია, როგორც საზღვაო კურორტი.

პროვინცია ადმინისტრაციულად დაყოფილია სამ რაიონად, რომლებიც თავის მხრივ 17 სასოფლო დასახლებად იყოფა, რომელთა შემადგენლობაშიც შედის 103 სოფელი.

Photographies by:
Statistics: Position
1583
Statistics: Rank
77596

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
918346572Click/tap this sequence: 9342

Google street view

Where can you sleep near პუკეტის პროვინცია ?

Booking.com

What can you do near პუკეტის პროვინცია ?

489.368 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 6 visits today.