Pucará de Tilcara

( პუკარა-დე-ტილკარა )

პუკარა-დე-ტილკარა — ინკებამდელი ციხესიმაგრე ანუ პუკარა არგენტინაში. მდებარეობს ქალაქ ტილკარის შემოგარენში, ხუხუის პროვინციაში. მისი აგებისას, ეს სტარტეგიული ადგილი სპეციალურად იქნა არჩეული კებრადა-დე-უმაუაკის ხეობის დასაცავად.

2000 წელს, პუკარა-დე-ტილკარა არგენტინის ეროვნულ მონუმენტად გამოცხადდა. იგი ერთადერთია კებრადა-დე-უმაუაკის ხეობის არქეოლოგიურ ძეგლებს შორის, რომელიც მნახველთათვის ღიაა.

ისტორია

ადამიანის დასახლების კვალი ამ ტერიტორიაზე 10,000 წელზე მეტი ხნისაა. ციხესიმაგრე XII საუკუნეში აქ მოსახლე ომაგუაკას ხალხმა ააგო.[1] ეს ხალხი ძირითადად სოფლის მეურნეობას, ქსოვას და კერამიკის წარმოებას მისდევდა. მათ დროს ციხესიმაგრე ადმინისტრაციული და სამხედრო ცენტრის ფუნქციებს ითავსებდა. გათხრების შედეგად, მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ცხოველთა ძვლები, რელიგიურ-სარიტუალო ადგილები და ადამიანთა სამარხები.

ციხესიმაგრე 1908 წელს ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის პროფესორმა და მისმა სტუდენტმა აღმოაჩინეს. სამი წლის მუშაობის განმავლობაში მათ აქ 3,000 არტეფაქტი აღმოაჩინეს.

სახელწოდება „ომაგუაკა“ მომდინარეობს კეჩუას ენიდან და შესაძლოა ნიშნავდეს „ტყავით შემოსილ ხალხთა ადგილს“
Photographies by:
Statistics: Position
4804
Statistics: Rank
72491

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
538642971Click/tap this sequence: 2191
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პუკარა-დე-ტილკარა ?

Booking.com
8.819.101 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.216 visits today.