Земля Франца-Иосифа

( ფრანც-იოსების მიწა )

ფრანც-იოსების მიწა (რუს. Земля Франца-Иосифа) — არქიპელაგი ბარენცის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის არხანგელსკის ოლქში. მოიცავს 191 კუნძულს. ფართობი 16 134 კმ². იყოფა აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებად. დიდი კუნძულებია: ვილჩეკის მიწა, გრეემ-ბელი, გეორგის მიწა, ალექსანდრეს მიწა, ჰეისის, რუდოლფისა და სხვა. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. კუნძულების დიდი ნაწილი აგებულია ქვიშაქვებით, ალევროლითებითა და კირქვებით, რომლებზეც გადაფარებულია ბაზალტური საფარი. კუნძულთა უმრავლესობა დაფარულია მყინვარით, რომლის ფართობია 13 735 კმ². ფრანც-იოსების მიწაზე გვხვდება მყინვარების შემდეგი ტიპები: კუნძულა ყინულები, ყინულქუდები, ყინულსაფრები, გამყვანი მყინვარები, რომლებიც გაედინებიან ყინულის გუმბათებს შორის, მთისწინეთის მყინვარები და ნამქერის მყინვარები. გამყინვარების განვითარებას ხელს უწყობს ზაფხულის ძალზე დაბალი ტემპერატურები და შედარებით უხვი ნალექები. ყინულის სისქე 100-300 მ აღწევს. სიმაღლე 620 მ-მდეა. ნაპირებთან წარმოიქმნება აისბერგები. ჰავა არქტიკულია. იცის ძლი...დაწვრილებით

ფრანც-იოსების მიწა (რუს. Земля Франца-Иосифа) — არქიპელაგი ბარენცის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის არხანგელსკის ოლქში. მოიცავს 191 კუნძულს. ფართობი 16 134 კმ². იყოფა აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებად. დიდი კუნძულებია: ვილჩეკის მიწა, გრეემ-ბელი, გეორგის მიწა, ალექსანდრეს მიწა, ჰეისის, რუდოლფისა და სხვა. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. კუნძულების დიდი ნაწილი აგებულია ქვიშაქვებით, ალევროლითებითა და კირქვებით, რომლებზეც გადაფარებულია ბაზალტური საფარი. კუნძულთა უმრავლესობა დაფარულია მყინვარით, რომლის ფართობია 13 735 კმ². ფრანც-იოსების მიწაზე გვხვდება მყინვარების შემდეგი ტიპები: კუნძულა ყინულები, ყინულქუდები, ყინულსაფრები, გამყვანი მყინვარები, რომლებიც გაედინებიან ყინულის გუმბათებს შორის, მთისწინეთის მყინვარები და ნამქერის მყინვარები. გამყინვარების განვითარებას ხელს უწყობს ზაფხულის ძალზე დაბალი ტემპერატურები და შედარებით უხვი ნალექები. ყინულის სისქე 100-300 მ აღწევს. სიმაღლე 620 მ-მდეა. ნაპირებთან წარმოიქმნება აისბერგები. ჰავა არქტიკულია. იცის ძლიერი ქარები. ნალექები 200-300-იდან 500-550 მმ-მდე წელიწადში. კუნძულებზე 1000-მდე ტბა და რამდენიმე მოკლე მდინარეა. ლანდშაფტი არქტიკული უდაბნოსია. ხარობს ხავსები და მღიერები. ძუძუმწოვრებიდან ბინადრობს თეთრი დათვი და ყარსაღი, ზღვაში — ზღვის კურდღელი, სელაპი, გრენლანდიური ვეშაპი, მორჟი, თეთრი დელფინი; ბევრია ფრინველი.

1870-იანი წლების დამლევს და 80-იანი წლების დასაწყისში გეოგრაფიული საზოგადოების მდივანი პეტრე კროპოტკინი წერდა:

კროპოტკინის წინასწარმეტყველება გამართლდა; ავსტრია-უნგრეთის ექსპედიციამ იულიუს პაიერისა და კარლ ვაიპრეხტის ხელმძღვანელობით 1873 წლის 31 აგვისტოს აღმოაჩინა ფრანც-იოსების მიწა. სახელი უწოდეს ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოზეფ I-ის პატივსაცემად.

Photographies by:
Николай Гернет - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
387
Statistics: Rank
205221

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
528413679Click/tap this sequence: 2456

Google street view

Where can you sleep near ფრანც-იოსების მიწა ?

Booking.com

What can you do near ფრანც-იოსების მიწა ?

489.122 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 28 visits today.