Ponte Vecchio

( პონტე-ვეკიო )

პონტე-ვეკიო (იტალ. Ponte vecchio „ძველი ხიდი“) — შუა საუკუნეების დროინდელი ხიდი ქალაქ ფლორენციაში, მდინარე არნოზე. თავდაპირველად ხის ხიდი ამ ადგილას, გადმოცემის თანახმად, რომაელებს აუგიათ, რომელიც შემდგომში 1333 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა. 1345 წელს ხიდი ხელახლა ააგეს, ამჟამად ქვისა. ხიდის უმთავრესი დიზაინი ტადეო გადის ეკუთვნოდა. ხიდი შედგება სამი სეგმენტური თაღისგან, რომელთაგან ცენტრალური 30 მეტრის დიამეტრისაა, განაპირა ორი კი — 27 მეტრის.

ხიდი მთელი ისტორიის მანძილზე ვაჭართა და სოვდაგართა ნავთსაყუდელს წარმოადგენდა. მათი ეს დაინტერესება კი ლეგენდის თანახმად იმით აიხსნება, რომ ხიდზე ვაჭრობა იმ დროს გადასახადებისაგან გათავისუფლებული ყოფილა.

1565 წელს ჯორჯო ვაზარის კოზიმო I დე მედიჩის დაკვეთით ხიდზე „ვაზარის კორიდორად“ წოდებული შენობა დაუშენებია, რათა პალაცო ვეკიოდან პიტის სასახლემდე გზა არქიტექტურულ კონტექსტში ჩაწერილიყო. 1593 წელს ხიდის პრესტიჟის ასამაღლებლად კოზიმო მედიჩიმ ხიდზე ყასბებს ხორცის გაყიდვა აუკრძალა, რის შემდეგაც ხიდი ოქროთი მო...დაწვრილებით

პონტე-ვეკიო (იტალ. Ponte vecchio „ძველი ხიდი“) — შუა საუკუნეების დროინდელი ხიდი ქალაქ ფლორენციაში, მდინარე არნოზე. თავდაპირველად ხის ხიდი ამ ადგილას, გადმოცემის თანახმად, რომაელებს აუგიათ, რომელიც შემდგომში 1333 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა. 1345 წელს ხიდი ხელახლა ააგეს, ამჟამად ქვისა. ხიდის უმთავრესი დიზაინი ტადეო გადის ეკუთვნოდა. ხიდი შედგება სამი სეგმენტური თაღისგან, რომელთაგან ცენტრალური 30 მეტრის დიამეტრისაა, განაპირა ორი კი — 27 მეტრის.

ხიდი მთელი ისტორიის მანძილზე ვაჭართა და სოვდაგართა ნავთსაყუდელს წარმოადგენდა. მათი ეს დაინტერესება კი ლეგენდის თანახმად იმით აიხსნება, რომ ხიდზე ვაჭრობა იმ დროს გადასახადებისაგან გათავისუფლებული ყოფილა.

1565 წელს ჯორჯო ვაზარის კოზიმო I დე მედიჩის დაკვეთით ხიდზე „ვაზარის კორიდორად“ წოდებული შენობა დაუშენებია, რათა პალაცო ვეკიოდან პიტის სასახლემდე გზა არქიტექტურულ კონტექსტში ჩაწერილიყო. 1593 წელს ხიდის პრესტიჟის ასამაღლებლად კოზიმო მედიჩიმ ხიდზე ყასბებს ხორცის გაყიდვა აუკრძალა, რის შემდეგაც ხიდი ოქროთი მოვაჭრეებმა დაიკავეს.

ხიდზე ვაჭრებს დახლები ჰქონდათ გაშლილი, რომლებზეც მათი საქონელი ეწყო. თუ კი რომელიმე მოვაჭრე ვალებს ვერ იხდიდა, მას დახლს უმტვრევდნენ და საქონლის გაყიდვას უკრძალავდნენ, ლეგენდის თანახმად სწორედ ამ ფაქტმა წარმოშვა ტერმინი „ბანკროტი“, რაც იტალიურად „გატეხილ სკამს“ (banco rotto) ნიშნავს.

Photographies by:
Ingo Mehling - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
5985
Statistics: Rank
60239

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
184639527Click/tap this sequence: 6511
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პონტე-ვეკიო ?

Booking.com

What can you do near პონტე-ვეკიო ?

8.722.337 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 8.475 visits today.