ფინგალის მღვიმე

ფინგალის მღვიმე (ინგლ. Fingal's Cave) — ზღვის მღვიმე შოტლანდიის კუთვნილ შიდა ჰებრიდის კუნძულების დაუსახლებელ კუნძულ სტაფაზე. მიეკუთვნება ეროვნულ ბუნების ნაკრძალს. კედლები შედგება ბაზალტის ექვსკუთხა სვეტებისგან და სტრუქტურით რითაც ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარე გიგანტების გზას წააგავს. ორივე შემთხვევაში, გაგრილებულმა ცხელმა ლავამ ექვსკუთხედების ფორმა მიიღო. წარმოქმნილ სვეტებზე შემდეგში ეროზიამ მოახდინა გავლენა.

მისი ზომა და ბუნებრივი თაღის ფორმის სახურავი, ასევე ექოს ტალღებით გამოწვეული შემაძრწუნებელი ხმები, მღვიმეს ბუნებრივი ეკლესიის ატმოსფეროს სძენს. შოტლანდიურ ენაზე მღვიმეს An Uaimh Bhinn ჰქვია, რაც „მელოდიურ მღვიმეს“ ნიშნავს.

ინგლისურენოვანი მსოფლიოს ყურადღება მღვიმემ XVIII საუკუნის ნატურალისტის — სერ ჯოსეფ ბანკსის წყალობით მიიპყრო, 1772 წელს. „ფინგალის მღვიმე“ XVIII საუკუნის შოტლანდიელი პოეტისა და ისტორიკოსის — ჯეიმზ მაკფერსონის ეპიკური პოემის ეპონიმური გმირის მიხედვით ეწოდა. ეს ნაწარმოები მაკფერსონის ოსიანურ პოემათა ციკლს მიეკუთვნება...დაწვრილებით

ფინგალის მღვიმე (ინგლ. Fingal's Cave) — ზღვის მღვიმე შოტლანდიის კუთვნილ შიდა ჰებრიდის კუნძულების დაუსახლებელ კუნძულ სტაფაზე. მიეკუთვნება ეროვნულ ბუნების ნაკრძალს. კედლები შედგება ბაზალტის ექვსკუთხა სვეტებისგან და სტრუქტურით რითაც ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარე გიგანტების გზას წააგავს. ორივე შემთხვევაში, გაგრილებულმა ცხელმა ლავამ ექვსკუთხედების ფორმა მიიღო. წარმოქმნილ სვეტებზე შემდეგში ეროზიამ მოახდინა გავლენა.

მისი ზომა და ბუნებრივი თაღის ფორმის სახურავი, ასევე ექოს ტალღებით გამოწვეული შემაძრწუნებელი ხმები, მღვიმეს ბუნებრივი ეკლესიის ატმოსფეროს სძენს. შოტლანდიურ ენაზე მღვიმეს An Uaimh Bhinn ჰქვია, რაც „მელოდიურ მღვიმეს“ ნიშნავს.

ინგლისურენოვანი მსოფლიოს ყურადღება მღვიმემ XVIII საუკუნის ნატურალისტის — სერ ჯოსეფ ბანკსის წყალობით მიიპყრო, 1772 წელს. „ფინგალის მღვიმე“ XVIII საუკუნის შოტლანდიელი პოეტისა და ისტორიკოსის — ჯეიმზ მაკფერსონის ეპიკური პოემის ეპონიმური გმირის მიხედვით ეწოდა. ეს ნაწარმოები მაკფერსონის ოსიანურ პოემათა ციკლს მიეკუთვნება, რომლებიც ძველ შოტლანდიურ პოემებს ეყრდნობა. ირლანდიურ მითოლოგიაში, გმირი ფინგალი ფინ მაკ კუმალის სახელითაა ცნობილი და ვარაუდობენ, რომ მაკვერსონმა სახელი „ფინგალი“ ნაწარმოებში შეცდომით გადაიტანა.

მღვიმეს ზღვის მხრიდან ფართო თაღის ფორმის შესასვლელი გააჩნია. მისი მონახულება კრუიზით რამდენიმე ადგილობრივ კომპანიას აქვს ჩართული თავიანთ ტურებში, აპრილიდან სექტემბრამდე. მღვიმის მონახულება ასევე შესაძლებელია კუნძულიდან, სახმელეთო გზით, ზღვიდან ოდნავ ამოზიდული იმ საფეხმავლო ბილიკის გავლით, რომელსაც გადატეხილი სვეტები წარმოქმნიან. შიგნითა მხრდიან, მღვიმის შესასვლელი ახლომდებარე კუნძულ იონას მოხაზულობას წააგავს.

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
789514362Click/tap this sequence: 9618
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ფინგალის მღვიმე ?

Booking.com

What can you do near ფინგალის მღვიმე ?

8.717.353 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.491 visits today.