Црква „Св. Јован Канео“ - Охрид

( ოჰრიდის წმინდა იოანე კანეოს ეკლესია )

ოჰრიდის წმინდა იოანე კანეოს ეკლესია (მაკედ. Црква "Свети Јован Канео), ასევე ცნობილია, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ ოჰრიდში, ჩრდილოეთი მაკედონია. მდებარეობს ოჰრიდის ტბის ნაპირზე. ტაძარი აგებულია იოანე ღვთისმეტყველის სახელზე, რომელიც საეკლესიო ლიტერატურაში იოანე პატმოსელის სახელითაა ცნობილი. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ საეკლესიო დოკუმენტების მიხედვით იგი აგებული უნდა იყოს 1447 წლამდე. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ეკლესია აგებულია XIII საუკუნეში, ჯერ კიდევ ოსმალთა იმპერიის დაარსებამდე.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია. აღმოსავლეთ ნაწილში სამგვერდა აფსიდია. ტაძარი აგებულია ბიზანტიურ სტილში. XIV საუკუნეში ოსმალების მაკედონიაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე ეკლესიას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ოსმალების მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ საეკლესიო ცხოვრება შეწყდა.

ეკლესიას რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა XIX-XX საუკუნეებში. 1964 წელს მორიგი რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს რამდენიმე ფრესკა. ...დაწვრილებით

ოჰრიდის წმინდა იოანე კანეოს ეკლესია (მაკედ. Црква "Свети Јован Канео), ასევე ცნობილია, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ ოჰრიდში, ჩრდილოეთი მაკედონია. მდებარეობს ოჰრიდის ტბის ნაპირზე. ტაძარი აგებულია იოანე ღვთისმეტყველის სახელზე, რომელიც საეკლესიო ლიტერატურაში იოანე პატმოსელის სახელითაა ცნობილი. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ საეკლესიო დოკუმენტების მიხედვით იგი აგებული უნდა იყოს 1447 წლამდე. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ეკლესია აგებულია XIII საუკუნეში, ჯერ კიდევ ოსმალთა იმპერიის დაარსებამდე.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია. აღმოსავლეთ ნაწილში სამგვერდა აფსიდია. ტაძარი აგებულია ბიზანტიურ სტილში. XIV საუკუნეში ოსმალების მაკედონიაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე ეკლესიას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ოსმალების მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ საეკლესიო ცხოვრება შეწყდა.

ეკლესიას რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა XIX-XX საუკუნეებში. 1964 წელს მორიგი რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს რამდენიმე ფრესკა.

Photographies by:
Statistics: Position
1157
Statistics: Rank
100058

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
672395184Click/tap this sequence: 1111

Google street view

Where can you sleep near ოჰრიდის წმინდა იოანე კანეოს ეკლესია ?

Booking.com
487.421 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 47 visits today.