莫高窟

( მოგაოს მღვიმეები )

მოგაოს მღვიმეები (ჩინ. 莫高窟) — 492 ტაძრისგან შემდგარი სისტემა ჩინეთის განსუს პროვინციის ქალაქ დუნჰუანში, ესაა თაკლამაკანის უდაბნოს აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე ოაზისი, რომელიც მდებარეობს საკმაოდ სტრატეგიულ ადგილას, უძველესი აბრეშუმის გზის კულტურულ და რელიგიურ გზაჯვარედინზე.

მღვიმეები შეიცავს ბუდისტური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშებს, რომელთა უმრავლესობის ასაკიც 1 000 წელზე მეტია. პირველი გამოქვაბულები ახ. წ. 366 წელს გათხარეს, როგორც ბუდისტური მედიტაციისა და ღვთისმსახურების ადგილები. ზოგიერთი მღვიმე გამოირჩევა კედლის მხატვრობით.

მოგაოს მღვიმეები ჩინური ბუდიზმის ერთ-ერთ უძველეს სალოცავს წარმოადგენს, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ლონგმენისა და იუნგანგის გროტები.

1987 წელს, იუნესკომ მოგაოს მღვიმეებიმსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

Photographies by:
Randy Rambo - CC BY 3.0
Statistics: Position
1012
Statistics: Rank
211347

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
916742385Click/tap this sequence: 1983
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near მოგაოს მღვიმეები ?

Booking.com
8.817.682 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.243 visits today.