მოაი — დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე. მოაის ყველა ქანდაკი მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული და არ არის შეწებებული ან მიმაგრებული ერთმანეთზე. წონა ზოგჯერ 20 ტონასაც აღწევს, სიმაღლე კი 6 მეტრს. კუნძულზე მდებარე რანო-რარაკუს კრატერის ფერდობზე ნაპოვნია 20 მეტრამდე სიმაღლისა და 270 ტონა სიმძიმის დაუსრულებელი ქანდაკება. აღდგომის კუნძულზე სულ 887 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ.

მოაის ქანდაკებების მეხუთედი საზეიმო მოედნისკენ იქნა გადატანილი, სადაც მოწითალო ფერის ქვის ცილინდრები დაადგეს თავზე. დაახლოებით 95% რანო-რარაკუს დაპრესილი ფერფლისგან არის ნაქანდაკევი, სადაც ახლა 394 ნიმუშიღაა დარჩენილი. როგორც ირკვევა, რანო-რარაკუ მოულოდნელად დაუტოვებიათ, ამიტომ, იქ ბევრი დაუსრულებელი მოაი დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა დამთავრებული ქანდაკება რანო-რარაკუს სამტეხლოდან საზეიმო ფლატფორმაზე (აჰუ) იქნა გადატანილი.

ახლანდელი გამოკვლე...დაწვრილებით

ახლანდელი გამოკვლევებით დადგინდა, თვალის ღრუებისთვის გაკეთებული ამონაჭდევები წინათ მარჯნებით ყოფილა ამოვსებული. რამდენიმე ქანდაკება რეკონსტრუირებულიც არის.

ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, მოაის ქანდაკებები კუნძულ პოლინეზიის მცხოვრებლებმა აღმართეს 1250 -1500 წლებში. მიაჩნდათ, რომ მათ მიცვალებული წინაპრების წარმოდგენა და ცოცხალი ლიდერების ძალის მიცემა შეეძლოთ, ასევე კლანთა სიმბოლოც შეიძლება ყოფილიყვნენ.

მოაის დამამზადებლები განსხვავებული პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები იყვენენ, რომლებიც ოსტატთა უმაღლეს იერარქიაში იკავებდნენ ადგილს. მოაის დამზადება და დაყენება უდიდეს შრომასა და ხაჯრებს მოითხოვდა. დღემდე უცნობია როგორ აადგილებდნენ მოაის, ამისათვის ადამიანის ძალა, თოკები, ხის სათრეველები ან ბორბლები იყო საჭირო. ჩეხი მკვლევარი პაველ პაველი მიიჩნევს, რომ ქანდაკებებს თოკებით მიათრევდნენ. 1986 წელს ექსპერიმენტულად უჩვენეს თუ როგორ შეიძლება თოკებით მოაის გადატანა. ჯგუფში 17 კაცი შედიოდა. XIX საუკუნის შუა ხანებში მოაის ბევრი ქანდაკება ქვის სამტეხლოებისკენ წაიღეს, თუმცა, დღეისათვის საცერემონიო მოედანზე 50 ნაგებობაა რეკონსტრუირებული.

ლეგენდის თანახმად, ჰოტუ მატუას ძლევამოსილმა კლანმა სამშობლო დატოვა და ახალი საცხოვრისის ძებნას შეუდგა აღდგომის კუნძულზე. როდესაც კლანის უფროსი გარდაიაცვალა, კუნძული მისმა ექვსმა ვაჟმა გაიყო, შემდგომ კი მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა. კუნძულის მცხოვრებთ დღემდე მიაჩნიათ, რომ ქანდაკებებში ძველი კლანის წევრთა ძალაა დაბუდებული. ეს ლეგენდა ხშირად იცვლება და ფრაგმენტულად გადადის მომდევნო თაობებში, რის გამოც, ლეგენდის პირვანდელი სახით წარმოდგენა გართულებულია.

Photographies by:
Makemake at German Wikipedia - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
3036
Statistics: Rank
38798

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
123579486Click/tap this sequence: 2335

Google street view

Where can you sleep near მოაი ?

Booking.com
487.371 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 4 visits today.