მერგარჰი

მერგარჰი ან მერგარი (ინგლ. Mehrgarh, ურდუ م‍ﮩ‍رگڑھ) — ნეოლითის ხანის (ძვ.წ. 7000 — 3200) პაკისტანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს კაჩის ვაკეზე პაკისტანის ბელუჯისტანში. ეს არის სამხრეთ აზიაში ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც განვითარდა სოფლის მეურნეობა: ხორბლისა და ქერის მოყვანა და მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა.) საქონლის მოშენება.

მერგარჰი 1974 წელს აღმოაჩინა ფრანგი არქეოლოგების ჯგუფმა ჟან-ფრანსუა ჟარიჟის ხელმძღვანელობით. გათხრები მიმდინარეობდა 1974-1986 წლებში უწყვეტად. მერგარჰის ყველაზე ადრეული დასახლება ყოფილა პატარა სოფელი, რომელიც თარიღდება 7000 — 5500 წლით ჩვენს ერამდე.

მერგარჰის კულტურა დღეისათვის განიხილება როგორც ჰარაპას ცივილიზაციის წინაპარი. „მერგარჰის აღმოჩენამ შეცვალა მთელი წარმოდგენა ინდის ხეობის ცივილიზაციაზე“, წერს აჰმად ჰასან დანი, ისლამაბადში კუაიდ-ი-აზამის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი. „ახლა ჩვენ აღვადგინეთ პირველი დასახლებების წარმოქმნიდან დაწყებული თანმიმ...დაწვრილებით

მერგარჰი ან მერგარი (ინგლ. Mehrgarh, ურდუ م‍ﮩ‍رگڑھ) — ნეოლითის ხანის (ძვ.წ. 7000 — 3200) პაკისტანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს კაჩის ვაკეზე პაკისტანის ბელუჯისტანში. ეს არის სამხრეთ აზიაში ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც განვითარდა სოფლის მეურნეობა: ხორბლისა და ქერის მოყვანა და მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა.) საქონლის მოშენება.

მერგარჰი 1974 წელს აღმოაჩინა ფრანგი არქეოლოგების ჯგუფმა ჟან-ფრანსუა ჟარიჟის ხელმძღვანელობით. გათხრები მიმდინარეობდა 1974-1986 წლებში უწყვეტად. მერგარჰის ყველაზე ადრეული დასახლება ყოფილა პატარა სოფელი, რომელიც თარიღდება 7000 — 5500 წლით ჩვენს ერამდე.

მერგარჰის კულტურა დღეისათვის განიხილება როგორც ჰარაპას ცივილიზაციის წინაპარი. „მერგარჰის აღმოჩენამ შეცვალა მთელი წარმოდგენა ინდის ხეობის ცივილიზაციაზე“, წერს აჰმად ჰასან დანი, ისლამაბადში კუაიდ-ი-აზამის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი. „ახლა ჩვენ აღვადგინეთ პირველი დასახლებების წარმოქმნიდან დაწყებული თანმიმდევრობა“.

მერგარჰის ადრეული მცხოვრებნი ცხოვრობდნენ აგურით ნაშენებ სახლებში, სპეციალურ მარცვლეულის შესანახში ინახავდნენ მარცვლეულს, ამზადებდნენ სპილენძის იარაღებს, მოჰყავდათ ქერი, ხორბალი, ფინიკი. მწყემსავდნენ ცხვრებს, თხებს, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ა. შ. გვიანდელ ხანაში (5500 — 2600 წლებში ჩვ. ერამდე) ვითარდება ხელოსნობა, მათ შორის რეწვა, კაჟის დამუშავება, მძივების დამზადება, ლითონის გადამუშავება. მერგარჰი ჩვ. ერამდე 2600 წლიდან უწყვეტად იქნა დასახლებული ადამიანებით.

Photographies by:
Ashish_Premier - CC BY-SA 3.0
Statistics: Position
2409
Statistics: Rank
123541

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
691487523Click/tap this sequence: 9844
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near მერგარჰი ?

Booking.com

What can you do near მერგარჰი ?

8.718.681 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 4.819 visits today.