Medina Azahara

( მედინა-ასაჰარა )

მედინა-აზაჰარა (ესპ. Medina Azahara, მომდინარეობს არაბ. مدينة الزهراء) — სასახლეების ქალაქი ესპანეთში. აგებულია X საუკუნეში ომაიანების დინასტიის ხალიფა აბდ ალ-რაჰმან III-ის ბრძანების შესაბამისად. მდებარეობს კორდობიდან დასავლეთით 8 კილომეტრში, სიერა-მორენას მთიანი ქედის რაიონში.

ქალაქის აგების ძირითადი მიზეზი ატარებდა პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ხასიათს: ხალიფის ტიტული მისი მფლობელისაგან მოითხოვდა ახალი ქალაქის, როგორც ძალაუფლების სიმბოლოს დაარსებას. ქალაქის აშენებით ომაიან ხალიფებს სურდათ წარმოჩენილიყვნენ ჩრდილოეთ აფრიკაში გაბატონებული ფატიმიდების ხალიფებზე უკეთესები. გარდა პოლიტიკისა, ისინი ასევე ოპონენტები იყვნენ რელიგიურ საკითხებში, კერძოდ, ფატიმიდები მისდევდნენ შიიტური ისლამის მიმდინარეობას და მტრობდნენ ომაიანებს, რომელთა უმეტესობა მისდევდა სუნიტურ ისლამს.

ასევე გავრცელებულია პოპულარული მოსაზრება, რომ ქალაქი ააგეს ხალიფის ფავორიტის სახელად აზ-ზაჰრას პატივსაცემად.

1923 წელს არქეოლოგიური გათხრების შემდეგ მედინა ასაჰ...დაწვრილებით

1923 წელს არქეოლოგიური გათხრების შემდეგ მედინა ასაჰარა აღიარეს ესპანეთის ეროვნული კულტურის ძეგლად, ხოლო 2018 წელს იგი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

Photographies by:
Sombradeparra - Public domain
Statistics: Position
807
Statistics: Rank
135793

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
475861932Click/tap this sequence: 5258

Google street view

Where can you sleep near მედინა-ასაჰარა ?

Booking.com
489.952 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 1 visits today.